May 06, 2010

ო, ეს უც­ნა­უ­რი, უც­ნა­უ­რი, უც­ნა­უ­რი ქა­ლა­ქი



"ქუ­თა­ი­სი "ეპი­გო­ნია" თა­ვი­სი არ­სით.
იყო რა­ღაც მშვე­ნი­ე­რი და დი­დი, ახ­ლა კი მხო­ლოდ ლა­მობს იყოს ასე­თი. და რა­კი არ გა­მო­დის, ბრაზ­დე­ბა და ნი­ჰი­ლის­ტუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ქე­ცი­ან ეშ­მაკს უვარ­დე­ბა ხელ­ში".
გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე


I. კონ­ტრას­ტე­ბის სა­მე­ფო
რო­ცა ქუ­თა­ის­ზე მიდ­გე­ბა სა­უ­ბა­რი, პირ­ვე­ლი სიტ­ყვა, რაც გო­ნე­ბას მო­აწ­ყდე­ბა, ესაა ნაც­ვალ­სა­ხე­ლი "ჩე­მი". ამ ერთ სიტ­ყვა­ში მე ყვე­ლა­ფერს ვა­ტევ - ჩემს სა­და­უ­რო­ბა­საც, ჩემ­სა და მის მსგავ­სე­ბა­საც, ჩემს მრწამ­სსაც და ჩემს ყო­ფი­ე­რე­ბა­საც. ვი­ღაც ამ სიტ­ყვა­ში მხო­ლოდ სა­და­უ­რო­ბა­სა და ყალბ პა­თე­ტი­კას გუ­ლის­ხმობს. მე სა­კით­ხის ასეთ გა­მარ­ტი­ვე­ბას არ ვა­კად­რებ ქუ­თა­ისს, რად­გან "ჩე­მიო", - ვამ­ბობ და ვგუ­ლის­ხმობ
სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას ქუ­თა­ის­ში გა­ტა­რე­ბულ­საც,
ქუ­თა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბულ­საც,
ქუ­თა­ი­სის­თვის გარ­ჯილ­საც და
რაც მთა­ვა­რია, -
ქუ­თა­ი­სის მიღ­მა რაც მიც­ხოვ­რია, იმა­საც, -
რაც ქუ­თა­ის­თან არაა კავ­შირ­ში, მაგ­რამ ჩე­მი ქა­ლა­ქის "ჩე­მი­ა­ნო­ბას" რომ წარ­მო­ა­ჩენს მთე­ლი სიც­ხა­დით.
ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ, ხვალ სად ვიც­ხოვ­რებ არ ვი­ცი, მაგ­რამ მე ქუ­თა­ი­სი გუ­ლი­თაც და­მაქვს, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი და ზურ­გი­თაც - რო­გორც ტვირ­თი, პა­რა­დოქ­სე­ბი­თა ვართ შე­მო­სი­ლი მეც და ჩე­მი ქა­ლა­ქიც, და მი­ტომ. ქარ­თველ­თა ცხოვ­რე­ბა­ში პა­რა­დოქ­სე­ბი და კონ­ტრას­ტე­ბი ბევ­რია, მაგ­რამ ასე მგო­ნია, ქუ­თა­ი­სი ამ უც­ნა­უ­რო­ბა­თა ეპი­ცენ­ტრია, სა­ი­და­ნაც მომ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბის სრუ­ლი ნა­ზა­ვი და არა პო­ლი­ტი­კუ­რი მენ­ტა­ლო­ბა.
ერ­თი დი­დი თვი­სე­ბა აქვს ქუ­თა­ისს - მას­ში გა­მო­რიც­ხუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცია. იქამ­დე, ჩვენს ქა­ლაქ­ში პო­ლი­ტი­კურ სი­ახ­ლე­ებ­სა და ძვრებს სრუ­ლი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბით ეგე­ბე­ბი­ან. ეს არაა ნი­ჰი­ლიზ­მი, ეს ქუ­თა­ი­სუ­რი ბუ­ნე­ბაა თან­და­ყო­ლი­ლი.
ქუ­თა­ისს ვამ­ბობ ­და ყვე­ლა ქუ­თა­ი­სელს ვგუ­ლის­ხმობ, რად­გან ქა­ლა­ქი ადა­მი­ან­თა გა­რე­შე მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად შე­მო­ფარ­გლუ­ლი არე­ა­ლი და ურ­ბა­ნუ­ლად გა­შე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბია, ქუ­ჩე­ბი და წყალ­სა­ნი­აღ­ვრე მი­ლე­ბის სის­ტე­მაა. თვით მი­სი ზე­და­პი­რუ­ლი იერ­სა­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ქა­ლა­ქის ფსი­ქო­ლო­გი­ურ, თუნ­დაც ფი­ლო­სო­ფი­ურ ტიპს სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ წარ­მო­ა­ჩენს. ეს გან­ფე­ნი­ლო­ბაა და ზე­და­პი­რუ­ლი პორ­ტრე­ტი. თუმ­ცა­ღა ქუ­თა­ისს ამა­შიც აღ­მო­აჩ­ნდა კონ­ტრას­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა:
ის არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ქა­ლაქ­თმშე­ნებ­ლო­ბის ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ულ კა­ნო­ნებს, რა­მე­თუ არაა გა­შე­ნე­ბუ­ლი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პრინ­ცი­პის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბით -
ან წრი­უ­ლი,
ან სამ­კუთ­ხა,
ან ოთ­ხკუთ­ხა,
ან მრა­ვალ­კუთ­ხა,
ან პა­რა­ლე­ლურ-პერ­პენ­დი­კუ­ლა­რუ­ლი გან­ლა­გე­ბის წე­სე­ბით. ქუ­თა­ი­სის თი­თო­ე­უ­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მოქ­მნის ქუ­ჩას, ისეა აშე­ნე­ბუ­ლი და ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი, რო­გო­რიც სახ­ლის პატ­რო­ნის­თვის იყო ხელ­საყ­რე­ლი, ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი. ეს კი უნი­კუ­მია, ასე იწ­ყე­ბა ქუ­თა­ი­სუ­რი ბუ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.
კი­დევ ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და რაც მთა­ვა­რია თვალ­ში მო­სახ­ვედ­რი: მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სე­ლე­ბი თბი­ლის­ში ჩა­სუ­ლებ­ზე იტ­ყვი­ან "ჩა­მო­სუ­ლე­ბიო", ქუ­თა­ი­სე­ლი კი ამ სიტ­ყვას ასე წარ­მოთ­ქვამს და შე­სა­ფე­რის ში­ნა­არ­სსაც აძ­ლევს - "შე­მო­მა­ტე­ბუ­ლი"...
მარ­ტო ში­ნა­არსს კი არ აძ­ლევს, არა­მედ თვი­თო­ნაც ისე ეპ­ყრო­ბა ახ­ლად­ჩა­მო­სულს, რო­გორც წარ­მოთ­ქვამს... შე­მო­მა­ტე­ბუ­ლიო, ანუ ითა­ვი­სებს მას, თა­ვი­სი­ანად ხდის, უპი­რა­ტე­სო­ბას არ ანი­ჭებს სა­კუ­თარ პერ­სო­ნას, რად­გან უნ­და ჩა­მო­სუ­ლიც რომ გახ­დეს ქუ­თა­ი­სე­ლი და არ და­კომ­პლექ­სდეს იმით, რომ წა­რა­მა­რა შე­ახ­სე­ნოს თბი­ლი­სე­ლი­ვით - შენ ჩა­მო­სუ­ლი ხარ, მე ად­გი­ლობ­რი­ვიო, ე.ი. "კა­რე­ნოი". ეს ერ­თგვა­რად შე­უ­რაც­ხმყო­ფე­ლიც არის ყვე­ლას­თვის. ქუ­თა­ის­ში კი ამის პრობ­ლე­მა არა­ვის გა­აჩ­ნია და იმი­ტომაც, რომ ქუ­თა­თუ­რე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან გა­ფე­ტი­შე­ბუ­ლე­ბი რა­ღაც უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით.
კი­დევ ერ­თი:
გა­ლაკ­ტი­ონს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ ლექსს "წყალ­ტუ­ბო­დან ქუ­თა­ის­ში მი­მა­ვა­ლო ქა­რო"... მი­სამ­ღე­რი და­ა­მა­ტეს და ისე ოს­ტა­ტუ­რად, საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი კა­ცი თუ არა, ვე­რ მიხ­ვდე­ბიან, ეს მი­სამ­ღე­რი გა­ლაკ­ტი­ონს რომ არ ეკუთ­ვნის.
ეს ზე­და­პი­რუ­ლად.
არ­სით, ში­ნა­არ­სი­თა და სტი­ლით, რა თქმა უნ­და, ერ­თი სხვაა და მე­ო­რე სხვა, მაგ­რამ ერ­თი­ან სა­სიმ­ღე­რო მე­ლო­დი­ა­ში უერ­თმა­ნე­თოდ ეს სტრი­ქო­ნე­ბი ვერ იარ­სე­ბე­ბენ.
კონ­ტრას­ტი დამ­შვენ­და,
გამ­შვენ­და და
მშვე­ნი­ე­რე­ბად გან­ხორ­ცი­ელ­და.
მთე­ლი ქუ­თა­ი­სი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­ა­ნი და უში­ნა­არ­სო ატ­რი­ბუ­ტით ესაა!!!
ლექ­სის პირ­ვე­ლი, ანუ გა­ლაკ­ტი­ო­ნი­სე­უ­ლი ტა­ე­პი ასე იკით­ხე­ბა -
"წყალ­ტუ­ბო­დან ქუ­თა­ის­ში მი­მა­ვა­ლო ქა­რო,
თუ მა­ი­სის ქუ­თა­ის­მა გკით­ხოს ვი­ნა ხა­რო,
უპა­სუ­ხე, რომ სუნ­თქვა ხარ, არ კი უთ­ხრა ვი­სი,
ამას თვი­თონ მი­გიხ­ვდე­ბა ჩე­მი ქუ­თა­ი­სი".

აქ პო­ე­ზი­აა, პე­ი­ზა­ჟი, პირ­ველ­ქმნა­დო­ბის სუნ­თქვა, თით­ქოს­და ქა­რე­ბის სუნ­თქვა­ში სულ­დგმუ­ლობს ქუ­თა­ი­სი. ამის იქით მეტს ვე­რა­ფერს და­წერ, რომც და­წე­რო, არაა სა­ჭი­რო, ვერ გა­ი­თა­ვი­სებს ერ­თი მე­ო­რეს, ან სხვა და­ნარ­ჩენს.
მაგ­რამ ვი­ღაც დარ­დი­მან­დმა, ალ­ბათ ბოლ­შე­ვი­კუ­რი ეი­ფო­რი­ით, მუ­სი­კი­სა და ლექ­სის ასე თუ ისე მცოდ­ნემ, რო­მელ­საც აქვს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამ­ბი­ცია, თუმც არც დი­დი პო­ე­ტია და არც დი­დი კომ­პო­ზი­ტო­რი. სწო­რედ ასე­თი დი­ა­პა­ზო­ნის პო­ე­ტი გა­ე­მე­ტი­ქა გა­ლაკ­ტი­ო­ნს და ლექსს და­ა­მა­ტა ერ­თი ტა­ე­პი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ქუ­თა­ი­სი­სა და წყალ­ტუ­ბოს გან­მარ­ტე­ბას გა­რით­მუ­ლ ფორ­მაში-
"ქუ­თა­ი­სი ქა­ლა­ქია ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნე­ბე­ლი,
წყალ­ტუ­ბო კი მხა­რე არის მი­სი და­მამ­შვე­ნე­ბე­ლიო".

რა თქმა უნ­და, სრუ­ლი კონ­ტრას­ტია, მაგ­რამ პა­რა­დოქ­სი: ეს ორი ურ­თი­ერ­თშე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტა­ე­პი ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­ა­თავ­სა მუ­სი­კამ - ქუ­თა­ი­სურ­მა მრა­ვალ­ხმი­ან­მა ჰან­გმა გი­ტა­რის თან­ხლე­ბით. გა­ლაკ­ტი­ო­ნის შემ­დეგ თით­ქოს­და ირო­ნი­უ­ლად, სწო­რედ რომ ქუ­თა­ი­სუ­რი სარ­კაზ­მით ჟღერს სიტ­ყვათ­შე­თან­ხმე­ბა - "ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნე­ბე­ლი"...
იქ­ნებ ამის­თვის და­ი­წე­რა?
იქ­ნებ შე­უ­თავ­სე­ბლო­ბის შე­თავ­სე­ბა ამ გზით გა­ი­აზ­რა ქუ­თა­ის­მა?
ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, დღე­საც ამ­ღე­რე­ბენ სუფ­რებ­ზე დარ­დი­მან­დე­ბი და დი­დი გა­ტა­ცე­ბით მღე­რი­ან ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ამ სიმ­ღე­რას იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქუ­თა­ი­სი­დან საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გა­ი­პა­რა ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზა­ცია. მე კი ასე მგო­ნია, რომ არა­თუ მხო­ლოდ ლექ­სმა და სიმ­ღე­რამ აუ­ღო ალ­ღო რე­ა­ლო­ბას და თა­ვი­სი სი­ცოც­ხლის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად კონ­ტრას­ტუ­ლი ნა­პი­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, არა­მედ თვით ცხოვ­რე­ბა­მაც იპო­ვა იმ ყბა­და­ღე­ბულ ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში სა­სი­ცოც­ხლო ძა­ლა, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ქუ­თა­ისს არ ჰქო­ნდა, და მი­ტომ... და ეს მა­შინ, რო­ცა ქალაქ­ის ნა­ტუ­რა­ში სავ­სე­ბით არ ზის ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი და თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა. ხომ ყვე­ლამ ვი­ცით: ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარ­ხნი­დან ვერ ას­წრებ­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მოს­ვლას, რომ გზა­ში უც­ვი­ო­და ნა­წი­ლე­ბი. ჩვენ კი დღემ­დე ვმღე­რით, ქუ­თა­ი­სი ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქი­აო. პა­რა­დოქ­სია, აბა რა!.. ეს იმ ან­და­ზას მა­გო­ნებს - "ვირს პიტ­ნა ეზა­რე­ბო­და და ცხვირ­ში ატე­ნიდ­ნე­ნო"... მაგ­რამ ვი­რი რი­სი ვი­რია და სა­და­უ­რი ბრძე­ნია, რომ იმ პიტ­ნა­საც უნ­და შე­ე­გუოს. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. პი­რი­ქით, ამით გა­დარ­ჩა ქუ­თა­ი­სი, რო­გორც ქა­ლა­ქი, და ამი­ტომ დღემ­დე აღი­ნიშ­ნე­ბა რუ­ქებ­ზე ქუ­თა­ი­სის ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა დი­დი აღ­მნიშ­ვნე­ლი წერ­ტი­ლი­თა და წარ­წე­რით "KUTAISI". თა­ვის­თა­ვად ალ­ღო აუ­ღო ქუ­თა­ის­მა საბ­ჭო­თა ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზა­ცი­ას და ქარ­თულ მე­ტა­ლურ­გი­ულ მა­რა­ქა­ში ისიც ჩა­ერ­თო. მაგ­რამ ეს მი­სე­უ­ლი ფუნ­ქცია სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა.
იქ­ნებ ბოლ­შე­ვი­კებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად დატ­ვირ­თეს ქუ­თა­ი­სი ამ "და­ვა­ლე­ბით", რა­თა მას თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა დაჰ­კარ­გო­და?! ეს კი­დევ სხვა სა­კით­ხია. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ქა­ლაქ­მა გა­უძ­ლო ამ სიმ­ძი­მეს და ქუ­თა­თუ­რებს მა­ინ­ცა და მა­ინც არ შე­ხე­ბია ეს საბ­ჭო­უ­რი სა­ხა­დი.
ალ­ბათ ქუ­თა­ისს და მის კოპ­წია ქუ­ჩებს გუ­ლის­ხმობ­და მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მთელს საბ­ჭო­ეთს რომ გა­და­აყ­ვი­რა თავ­ზე - "ამ ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში კო­მუ­ნიზ­მი ვერ შე­მო­ა­ბი­ჯებ­სო".

II. ორ­მა­ი­სო­ბის მის­ტი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი
ყვე­ლა ზე­იმ­სა და დღე­სას­წა­ულს რა­ღაც სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა გა­აჩ­ნია, ან რა­ღაც ღირ­სსახ­სო­ვარ თა­რიღ­თა­ნაა ის უსა­თუ­ოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.
დე­და­მი­წის ზურ­გზე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა კა­ლენ­და­რუ­ლი დღე, რო­მელ­საც თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი ან სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­დეს. ერ­თა­დერ­თია ასე­თი თა­რი­ღი და ისიც ქუ­თა­ის­ში, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბის სპე­ცი­ფი­უ­რი წა­ნამ­ძღვრე­ბი. ასე­თი პა­რა­დოქ­სე­ბიც ხდე­ბა ქვეყ­ნად.
ერ­თი რამ ტრა­დი­ცი­ად დამ­კვიდ­რდა - ორ­მა­ი­სო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად იმარ­თე­ბა სა­ყო­ველ­თაო სე­ირ­ნო­ბე­ბი სა­ღო­რი­ის ტყე­ში. ეს არის და ეს.
ვი­თომ ეს გულ­მა­ვიწ­ყო­ბაა? ვერ ვიტ­ყვი.
გა­ნა ცო­ტა უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლი ასა­ხავს ქუ­თა­ისს? დღეს რა­ღა, მაგ­რამ გარ­და­სულ წლებ­ში მო­ხუც­თათ­ვის რომ გე­კით­ხა, რა მოხ­და ისე­თი ორ მა­ისს ქუ­თა­ის­შიო, და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ამ­ბობ­და.
ნა­ბოლ­შე­ვი­კა­რი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი იმას ამ­ბობ­დნენ, რომ ამ დღეს ჟან­დარ­მებ­მა ქუ­თა­ის­ში სა­პირ­ველ­მა­ი­სო მი­ტინ­გი და­არ­ბი­ე­სო;
დენ­დე­ბი ასე იტ­ყოდ­ნენ, ამ დღეს ყვე­ლა­ზე დი­დი სუფ­რა გა­ი­შა­ლა და ქა­ლაქ­ში რომ არ და­ე­ტია, სა­ღო­რი­ის ტყე­ში სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­შა­ლე­სო;
მსა­ხი­ო­ბე­ბი იმას ამ­ბობ­დნენ, რომ ორ მა­ისს ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­მი­ე­რა ჩა­ტარ­დაო;
მწერ­ლე­ბი ვი­ღაც მწერ­ლის რა­ღაც შე­დევ­რზე იტ­ყოდ­ნენ, ეს და­ი­წე­რაო;
ვაჭ­რე­ბი ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ან ნა­ვაჭრ დღედ მო­ნათ­ლავ­დნენ ამ დღეს.
ერ­თის სიტ­ყვით, ორ­მა­ი­სო­ბა ყვე­ლა ქუ­თა­თუ­რის­თვის თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­ქმა­დია. ის კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფე­ნის, ეროვ­ნე­ბის თუ კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე არაა. ის ქუ­თა­ი­სის დღეა და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ამის შე­სა­ხებ იცის. ორ­მა­ი­სო­ბას ქუ­თა­ი­სი ნე­ბის­მი­ე­რი ჯუ­რის სტუმ­რისთვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მას­პინ­ძე­ლია.
და მა­ინც: რა­ტომ სა­ყო­ველ­თაო სე­ირ­ნო­ბე­ბი და ისიც ტყე­ში და თუ სე­ირ­ნო­ბე­ბი, რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც ორ მა­ისს. ნუ­თუ სამ მა­ისს ვერ ისე­ირ­ნებ­დნენ? ან თუ სე­ირ­ნო­ბა, რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც სა­ღო­რი­ის ტყე­ში?
ამა­ზე რომ პა­სუ­ხი გავ­ცეთ, ქუ­თა­ი­სის ტვინ­ში უნ­და ჩა­ვი­ხე­დოთ. ამას კი მხო­ლოდ თა­ვი­სი ქა­ლა­ქის უაღ­რე­სად მოყ­ვა­რუ­ლი შეს­ძლებს. მე ისე ვერ გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი, რომ ასე­თად ჩავ­თვა­ლო თა­ვი, თუმ­ცა­ღა ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ჩე­მი ქა­ლა­ქის მი­მართ უაღ­რე­სია, მის ტვინ­ში კი ჯერ არ ჩა­მი­ხედ­ნია, ალ­ბათ არც მიც­დია.
ბუ­ლო­ნის ტყე­შიც სე­ირ­ნო­ბენ ფრან­გე­ბი, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ კონ­კრე­ტუ­ლი დღე არ და­უ­წე­სე­ბი­ათ - ვი­საც რო­დის უნ­და, მა­შინ სე­ირ­ნობს. ამის­თვის დღე­სას­წა­უ­ლის რან­გში არც ერ­თი დღე არ გა­მო­უყ­ვი­ათ წე­ლი­წად­ში. ამ უც­ნა­უ­რო­ბა­შიც ვლინ­დე­ბა ქუ­თა­ი­სის უნი­კა­ლო­ბა.
მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი დღე­ო­ბაა და ჩვენს ეპო­ქა­ში შე­იქ­მნა და ვი­ცით, რა­ტო­მაც. საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ ორ­მა­ი­სო­ბა ქუ­თა­ი­სო­ბა არაა. მას მხო­ლოდ საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვე­ბი აი­გი­ვე­ბენ. ქუ­თა­ი­სო­ბა, რო­გორც ასე­თი, არ არ­სე­ბობს და რომ შე­იქ­მნას და თუ შე­იქ­მნა, თბი­ლი­სო­ბა­სა­ვით ხე­ლოვ­ნუ­რი და "ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი" დღე­ო­ბა იქ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, უტ­რა­დი­ციო. ორ­მა­ი­სო­ბას კი თა­ვი­სი ძირ­ძვე­ლი ტრა­დი­ცია გა­აჩ­ნია, რომ­ლის დარ­ღვე­ვა იმას ნიშ­ნავს, რომ უგუ­ლე­ბელ­ჰყო ეს ზე­ი­მი. სა­ღო­რი­ის ტყე­ში - თუნ­დაც ყი­რა­მა­ლა და­დე­ქი, მა­ინც იზე­ი­მებ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში თა­ვისვ პე­წი ეკარ­გე­ბა ზე­იმს. ერ­თხანს დო­ღიც იმარ­თე­ბო­და, ძაღ­ლე­ბის შე­ჯიბ­რიც, სპორ­ტუ­ლი კრო­სი და სხვა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.
ორ­მა­ი­სო­ბა ყვე­ლას უხა­რია და რა უხა­რიათ, არ იცი­ან.
ქვეც­ნო­ბი­ერ­ში თუ ჩა­ვი­ხე­დავთ, ამ დღეს სი­ცოც­ხლე უხა­რი­ათ, თვით სი­ხა­რუ­ლი უხა­რი­ათ. ყვე­ლა ქე­ი­ფობს, ყვე­ლა ულო­ცავს ერ­თმა­ნეთს! ულო­ცა­ვენ და ქე­ი­ფო­ბენ იმას, რომ ცოც­ხლე­ბი არი­ან (ეს ახ­ლა), რომ არ­სე­ბობს რა­ღაც იდუ­მა­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის­კენ რომ იზი­დავს ერ­თმა­ნე­თის შე­უ­თავ­სებ­ლებ­საც კი.
არ­ქი­მე­დე ამ დროს საყ­რდენს ე­ძებ­და, დე­და­მი­წა რომ გა­და­ეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, არა­და, არ იცო­და, რო­გო­რი მი­წი­ე­რი საყ­რდე­ნია ქუ­თა­ი­სი ყვე­ლა­ნა­ი­რი ახი­რე­ბუ­ლი იდე­ის, ყვე­ლა­ნა­ი­რი თავ­ქა­რი­ა­ნი წა­მოწ­ყე­ბის, ოღონდ თვ­ითონ ქუ­თა­ი­სი არ უნ­და გა­ხა­დო ყვე­ლა­ფერ ამის მედ­რო­შედ და ეპი­ცენ­ტრად. საყ­რდე­ნი, და არა სა­თა­ვე, ან მო­თა­ვე - ესაა მთე­ლი ქუ­თა­ი­სი თა­ვი­სი არ­სით, თო­რემ სხვაფ­რივ გინდ ქვე­ყა­ნა გა­და­ატ­რი­ა­ლე, გინდ დე­და­მი­წა, და თუ გინ­და ზე­ცაც, მის­თვის ეს სულ ერ­თია, ყვე­ლა­ფერ­ში მხარს აგი­ბამს, და­გეხ­მა­რე­ბა.
ამი­ტომ არ ჩანს ორ­მა­ი­სო­ბის სა­თა­ვე, მაგ­რამ ორ­მა­ი­სო­ბა არ­სე­ბობს და გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას მხო­ლოდ ქუ­თა­ის­ში, ქუ­თა­ის­ში ნა­ხა საყ­რდე­ნი, და მი­ტომ. ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ხდე­ბა ასე, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტია ის. არაა მას­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი (თუმ­ცა­ღა, თუ დავ­კონ­კრეტ­დე­ბით, მთე­ლი წყე­ბაა ადა­მი­ან­თა, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი და უც­ვლე­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რეს ქუ­თა­ი­სის ცხოვ­რე­ბა­ში, ისი­ნი არა­თუ მხო­ლოდ ქა­ლა­ქის, თვით ეპო­ქის კო­ლო­რი­ტე­ბად იქ­ცნენ).
რო­ცა ქუ­თა­ის­ზეა სა­უ­ბა­რი და არა კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებ­ზე, მხო­ლოდ მა­შინ აღიქ­ვამ მა­ს მთე­ლი სიგ­რძე-სი­გა­ნით, რა­მე­თუ ისი­ნი თა­ვის­თა­ვად ჩაქ­სო­ვილ­ნი არი­ან ქა­ლა­ქის სა­ხის­მეტ­ყვე­ლე­ბა­ში და რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი რომ ვახ­სე­ნო, გა­მო­ი­ყო­ფა მხო­ლოდ ქუ­თა­ი­სის ერ­თი მცი­რე­დი დე­ტა­ლი და და­ირ­ღვე­ვა მთლი­ა­ნო­ბა, თვალს ვერ გა­ვა­დევ­ნებთ მის სრულ­მომ­ცველ ფსი­ქო­ლო­გი­ას.
მე­რე რა, რომ ქა­ლაქ­მა გა­ნი­ცა­და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გე­ნო­ცი­დი და დარ­ჩა და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად უფუნ­ქცი­ოდ, ამა­შიც კი ქუ­თა­ი­სი შე­უ­და­რებ­ლად მდი­და­რია, რად­გან ყო­ველ­თვის ფე­ნიქ­სი­ვით წა­მო­ი­მარ­თე­ბა მა­შინ, რო­ცა მის ფეხ­ზე დად­გო­მას აღა­რა­ვინ ელის. ამა­შია სწო­რედ მი­სი ძა­ლა. თუ ხდე­ბა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­დი­ნე­ბა ქა­ლა­ქი­დან, სა­მა­გი­ე­როდ ულე­ვი მა­და­ნი­ვით იბა­დე­ბი­ან ახა­ლი ძა­ლე­ბი, რა­თა ისევ კვე­ბონ სუ­ლი­ე­რე­ბით სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქი, რა­თა მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა ქუ­თა­ის­ზე არა­სო­დეს გაქ­რეს.
ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რად სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ო­ბაც ქუ­თა­ის­შია, შე­იძ­ლე­ბა სხვა­გა­ნაც, მაგ­რამ აქა­ურს მა­ინც თა­ვი­სი აზარ­ტუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა გა­აჩ­ნია - ღა­მის ქუ­თა­ი­სი.
ის მკვდა­რი­ვით თვლემს, თით­ქოს­და სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მე­ბის მსგავ­სად შე­ბინ­დე­ბულ­ზე უკაც­რი­ელ­დე­ბა მთე­ლი ქა­ლა­ქი. მხო­ლოდ­ღა ახ­ლად­გა­რე­მონ­ტე­ბულ-რეს­ტავ­რირ­ე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბია გა­ნა­თე­ბუ­ლი უკა­ნას­კნელ კენ­ჭამ­დე. შე­ნო­ბა­თა თი­თო­ე­ულ სვეტს და­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს პრო­ჟექ­ტო­რი და ბრჭყვი­ა­ლე­ბენ შე­ნო­ბის კონ­ტუ­რე­ბი ღა­მის სიბ­ნე­ლე­ში.
ლა­მა­ზია ღა­მის ქუ­თა­ი­სი და მით უფ­რო ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ე­და­ნი, სა­დაც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგ­ლია აღ­მარ­თუ­ლი მა­ღალ პი­ე­დეს­ტალ­ზე. მარ­თა­ლია დი­დი მე­ფის ძეგ­ლი მე­ტალ­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი ღა­მის ბუ­რუს­ში იკარ­გე­ბა და უჩი­ნარ­დე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ პი­ე­დეს­ტალს ხვდე­ბა შუ­ქი, უფ­რო სწო­რად გა­მო­ნა­შუ­ქის ანა­რეკ­ლე­ბი და ასე გგო­ნია, შუა მო­ე­დან­ზე სტე­ლა აღუ­მარ­თავთ ვი­ღა­ცის ან რა­ღა­ცის გან­სას­ვე­ნა­რით?!
არა­და, არ არ­სე­ბობს იმ ღა­მე­ში კა­ცი, ეს რომ შე­ამ­ჩნი­ოს. აქე­დან, ამ შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან ვხე­დავ ამას, ესეც იმი­ტომ, რომ ქუ­თა­ის­ში რო­ცა ღა­მეა, აქ დღეა, მე მა­შინ არ მძი­ნავს და ჩემს ქა­ლაქს ვუ­ყუ­რებ, არა­თუ ბი­ნოკ­ლით, არა­მედ მე­სა­მე თვა­ლით.

III. მა­ინც მკვიდ­რდე­ბი­ან მსოფ­ლიო კა­ცე­ბი ქუ­თა­ის­ში
ქუ­თა­ის­მა რომ ძეგ­ლე­ბი არ გა­ა­ხა­რა, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, მხო­ლოდ ისი­ნი გა­დარ­ჩა, რომ­ლებ­საც ხე­ლით ვერ შეს­წვდა. ხან­დის­ხან ჩე­მი ქა­ლა­ქი უაღ­რეს პრო­ვი­ნ­ცი­ა­ლიზმს იჩენს და სავ­სე­ბით არ შე­ე­ფე­რე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქის იმიჯს. მაგ­რამ მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია, სხვა გა­სარ­თო­ბი ქუ­თა­ისს აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნია და მი­ად­გა დე­ბი იშ­ხნე­ლე­ბის, ილო ფო­ტოგ­რა­ფის, პი­კა­სოს ბი­ჭის ძეგ­ლებს, ზოგს ცხვი­რი მო­ამ­ტვრია, ზოგს ფე­ხი, ზოგ­ზეც თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ავა­რო­ბით სა­ხე­ლე­ბი ამოჩ­ხაპ­ნა და შუ­ა­ში პლი­უ­სი და­უს­ვა. აკა­კის ძეგლს ვერ შეს­წვდა და პოს­ტა­მენ­ტი მო­უჩ­ხაპ­ნა ქი­მი­უ­რი სა­ღე­ბა­ვით. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგ­ლი ხომ სა­ერ­თოდ ღა­მის უკუ­ნეთ­ში აიტ­ყორ­ცნა.
ანაზ­დად მფრი­ნა­ვი ფრა­ზა მახ­სენ­დე­ბა კი­ნო­ფილ­მი­დან "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა"
- "ესაა, ბი­ჭო, პი­კა­სოს ბი­ჭი? ამით ერ­თო­ბა პი­კა­სო?"
რი­თი ერ­თო­ბა და რი­თი არა პი­კა­სო, ეს პი­კა­სოს და­ვუ­ტო­ვოთ, ჩვერნ კი პი­კა­სოს­თან და მის ბიჭ­თან დავ­რჩეთ. მსოფ­ლი­ომ არ იცის, რომ ქუ­თა­ის­ში დგას ძეგ­ლი, რომ­ლის სა­თა­უ­რის პირ­ველ­წყა­რომ სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსოფ­ლიო სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე მოხ­სნა ვან-გო­გის "მზე­სუმ­ზი­რე­ბის" რე­კორ­დი და პაბ­ლო პი­კა­სოს "P'tit Louis" (პა­ტა­რა ლუი) სოთ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და 119 მი­ლი­ონ დო­ლა­რად. ეს თან­ხა ბევ­რად აჭარ­ბებს და აღე­მა­ტე­ბა ქუ­თა­ი­სის ბი­უ­ჯეტს.
მსოფ­ლი­ომ არ იცის, რომ პი­კა­სოს ეს ბი­ჭი ქუ­თა­ის­ში ში­ნა­უ­რი გახ­და ისე, რო­გორც ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. იქამ­დე, პი­კა­სოს თა­ვის სი­ცოც­ხლე­ში გა­გო­ნი­ლიც არ ექ­ნე­ბო­და ქუ­თა­ი­სის შე­სა­ხებ, მით უმე­ტეს ის, თუ ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და იგი და მი­სი ვარ­დის­ფე­რი პე­რი­ო­დის შე­დევ­რი მის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ხო გა­რე­მო­ში. მარ­თა­ლია ძეგ­ლზე წა­ი­თა­მა­შეს, მაგ­რამ ისიც შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ერ­თოდ რი­ონ­ში გა­და­ეგ­დოთ იმ პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით "ამ­პრე­დუ­ზო მე­დუ­ზოს" რომ იძა­ხის და ქუ­დებს არ­თმევს აგუ­ლი­სა და შავ­ლეგს...
რა თქმა უნ­და, ამ პო­პუ­ლა­რო­ბა­ში ლო­მის წი­ლი უდევს მწე­რალ­სა და სცე­ნა­რისტ რე­ზო გაბ­რი­ა­ძეს, მაგ­რამ რომ არა ქუ­თა­ი­სის თავ­ნე­ბა თვი­სე­ბა უც­ხოს გა­თა­ვი­სე­ბი­სა, არც ეს ფრა­ზა და არც პი­კა­სო და მი­სი ბი­ჭი ასე ხე­ლი-ხელ სა­გოგ­მა­ნე­ბი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ ქუ­თა­ის­ში.
ეს ხა­სი­ა­თი და ბუ­ნებ­რი­ვი მოთ­ხოვ­ნაა ქუ­თა­ი­სის, რა­თა კონ­ტრას­ტე­ბის სი­ლა­მა­ზით წარ­მოჩ­ნდეს. ეს ისე­თი­ვე უნი­კა­ლუ­რი მომ­ხიბ­ლა­ო­ბაა, რო­გორც თვით იმა­ვე პი­კა­სოს გა­სა­ო­ცა­რი კუ­ბის­ტუ­რი ნა­ხა­ტე­ბი და ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის უპირ­ვე­ლე­სი წი­ნა­მორ­ბე­დი - "ავი­ნი­ო­ნე­ლი ქა­ლე­ბი". ამის­თვის ქუ­თა­ისს ჯერ არ მო­უც­ლია.
"პი­კა­სოს ბი­ჭე­ბიო", - ამ­ბო­ბენ ქუ­თა­ის­ში და უკ­ვე ამ სა­ხელ­წო­დე­ბის კო­მე­დი­ურ-მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფსაც გუ­ლის­ხმო­ბენ. ერ­თის სიტ­ყვით, ეს სიტ­ყვათ­შე­თან­ხმე­ბა ისე­ვეა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ქუ­თა­თუ­რებ­თან, რო­გორც სა­ფიჩ­ხი­ე­ლი, ბა­ლახ­ვნე­ლი, ჭო­მე­ლი, ზას­ტა­ვე­ლი და სხვ.
ამ დო­ნე­ზე თუ შე­ით­ვი­სებ­და ქუ­თა­ი­სი პი­კა­სოს, არა­თუ პი­კა­სომ, თვით ქუ­თა­ის­მაც არ იცო­და მთე­ლი სიც­ხა­დით, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი და შე­თავ­სე­ბა მარ­ტო კი­ნო­ფი­ლე­ბით, ან ქა­ლა­ქე­ლო­ბით კი არ ხდე­ბა, არა­მედ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მით, რომ­ლის სიღ­რმე­საც ჯერ კი­დევ არ ჩავ­მწვდარ­ვარ. ერ­თი კია, რომ ამ სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა-გა­თა­ვი­სე­ბა­ში ქუ­თა­ი­სურ იუ­მორს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.
სი­ცი­ლი მარ­ტო არ ჰყოფ­ნის იუ­მორს. აქ მე­ტი რამ არის სა­ჭი­რო. ეს მე­ტია წარ­მო­ჩე­ნი­ლი "პი­კა­სოს ბიჭ­ში", ვიდ­რე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს ბა­ტონ რე­ზო გაბ­რი­ა­ძეს, ან თუნ­დაც იგი­ვე პი­კა­სოს. ამ აღი­ა­რე­ბის უნი­კა­ლო­ბის გა­სა­გე­ბად სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ თვით ქუ­თა­ი­სუ­რი იუ­მო­რის რა­ო­ბა და პა­რა­მეტ­რე­ბი, თუ რით საზ­რდო­ობს ის ადა­მი­ა­ნის თუ ადა­მი­ან­თა გუ­ლით მი­ღე­ბი­სა და გა­თა­ვი­სე­ბის მხრივ.

IV. ქუ­თა­ი­სუ­რი იუ­მო­რის თავ­სა­ტე­ხე­ბი
ქუ­თა­ის­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის ხუმ­რო­ბი­სა და შე­უ­რაც­ხყო­ფის ფა­სი, იქამ­დე, გრძნობს, რა რო­გორ არის ნათ­ქვა­მი. ამის ნა­თელ დას­ტუ­რად შე­მიძ­ლია მო­ვი­ტა­ნო ერ­თი ანეკ­დო­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ-გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე შე­იქ­მნა და ის სრუ­ლად ასა­ხავს ჩე­მი ქა­ლა­ქის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტი­პაჟს.
რო­დე­საც სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­მა სის­ხლის­ღვრა და ომე­ბი გა­და­ი­ა­რა, საყ­ვე­დუ­რის ნიშ­ნად თბი­ლისს უთ­ქვამს ქუ­თა­ი­სის­თვის - "შენ ჭურ­ში წევ­ხა­რო"... (ეს იმი­ტომ, რომ მთელს ამ ორომ­ტრი­ალ­ში ქუ­თა­ი­სის წვლი­ლი არ ჩან­და, იქამ­დე ას­კა­ცი­ა­ნი მი­ტინ­გიც კი არ ეწ­ყო­ბოდა).
ქუ­თა­ისს უპა­სუხ­ნია სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქის­თვის - "კუ­ბო­ში წო­ლას ჭურ­ში წო­ლა მირ­ჩევ­ნი­აო". ამ ანეკ­დოტ­ზე შე­იძ­ლე­ბა არა­ვის გა­ე­ცი­ნოს, არც მა­შინ გა­უ­ცი­ნია ვინ­მეს. ბევ­რმა ეს ნათ­ქვა­მი შე­უ­რაც­ხყო­ფად მი­ი­ღო, მაგ­რამ მას­ში არის ის, რაც ქუ­თა­ი­სის­თვის სა­ნუკ­ვა­რია - სიმ­შვი­დე.
ის არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა პო­ლი­ტი­კურ ბა­ტა­ლი­ებ­ში. სა­დაც სხვა იყო, ისიც იქ იყო. მაგ­რამ არა­სო­დეს მას თა­ვის თავ­ზე ზედ­მე­ტი არ აუ­ღია. იმი­ტომ კი არა, რომ რა­ი­მე­სი შე­ში­ნე­ბია ქუ­თა­ისს. არა! მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მის­თვის მთა­ვა­რი იყო სი­ცოც­ხლე, პა­ტა­რა ქა­ლა­ქი? ის, და მი­ტომ. ზედ­მე­ტი ყუ­რად­ღე­ბა არ უყ­ვარს ქუ­თა­ისს, მი­თუ­მე­ტეს მტერ­თა­გან, თო­რემ ქუ­თა­ი­სი იყო სწო­რედ ის ქა­ლა­ქი, სა­დაც მხედ­რი­ო­ნის ურ­დო და­ბა­ნაკ­და. სი­ცოც­ხლე ძვი­რად უღირ­და ქუ­თა­ისს. მარ­თლაც, ჭურ­ში ჯდო­მა ჯობ­და იმ დროს კუ­ბო­ში...
ქუ­თა­ის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია თვით­გა­დარ­ჩე­ნის ვირ­თხი­სე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი. სა­ჭი­რო დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ვი­მა­ლოთ, ქა­ლა­ქიც პა­ტა­რაა, არც სატ­რან­ზი­ტო გზაა და არც სარ­კი­ნიგ­ზო. მტერს რომ მო­უნ­დეს, ქუ­თა­ი­სის­თვის ხელს არც კი გა­ის­ვრის, ინ­დუს­ტრია აღარ არის ჩვენ­ში, და მი­ტომ. ამით გა­დავ­რჩით რუ­სებ­თან ომის დროს, ქუ­თა­ის­ში ერ­თი ბომ­ბიც რომ არ ჩა­მო­ვარ­და, იქამ­დე ერ­თი რუ­სუ­ლი ჩექ­მაც კი არ დად­გმუ­ლა იმ ორომ­ტრი­ალ­ში.
შე­ეძ­ლოთ?
და მე­რე რო­გორ...
და მე­რე რამ­დენ­ჯერ...
ან ვინ უშ­ლი­და ხელს...
ან ახ­ლა...
მაგ­რამ რა უნ­და მო­ი­გოს მტერ­მა ქუ­თა­ის­ში გარ­და იმი­სა, რომ სუ­ლი­ერ ჭა­ობ­ში ჩა­ეფ­ლო­ბა და და­იხ­რჩვე­ბა. სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის მხრივ ქუ­თა­ი­სი მხო­ლოდ ქარ­თველ­თათ­ვის არის ხელ­საყ­რე­ლი და არა ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხვდუ­რის­თვის,
გინ­დაც ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­ვი­დეს ის,
გინ­დაც სამ­ხრე­თი­დან,
გინ­დაც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და
გინ­დაც და­სავ­ლე­თი­დან.
ის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი სა­ბა­დოა ქარ­თვე­ლი ერის და თუ ვინ­მეს უნ­და ამ ერის გა­ნად­გუ­რე­ბა, მხო­ლოდ ქუ­თა­ი­სი უნ­და აღ­გა­ვოს პი­რი­სა­გან მი­წი­სა.
მე ის კა­ცი არა ვარ, მტრებს რომ ვე­უბ­ნე­ბი, ერეკ­ლეს მე­ზარ­ბაზ­ნე­ე­ბი არა ჰყავ­სო, მე ამით ხაზს ვუს­ვამ ქუ­თა­ი­სის არსს, მის დი­ად ძა­ლას. თუმ­ცა­ღა, მტერ­მა ისიც იცის, რომ ქუ­თა­ი­სი, სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის მხრით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საა ხელ­საყ­რე­ლი. იგი ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნა სა­თა­ვი­სოდ - ვერც არაბ­მა, ვერც თურ­ქმა, ვერც მონ­ღოლ­მა, ვერც ოს­მა­ლომ და მით უფ­რო ვერც რუს­მა.
ქუ­თა­ისს ამის ძა­ლა გა­აჩ­ნია და ამი­ტომ ქუ­თა­ის­ზე და ტფი­ლის­ზე ლაშ­ქრო­ბა ვერც ქარ­თველს გა­მო­უ­ვი­დო­და და ვერც ვე­რა­ნა­ირ მომ­ხვდურს, რა­მე­თუ ჩვენ ყვე­ლა­ნი ქუ­თა­ის­ში ვხვდე­ბით ყვე­ლას მტერ­საც და მოყ­ვა­რე­საც.
* * *
ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და შეხ­ვედ­რო­დნენ ერ­თმა­ნეთს ჩერ­ჩი­ლი, სტა­ლი­ნი და ჰიტ­ლე­რი ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და ქვე­ნაგ­რძნო­ბე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, ხო­შის გა­სას­წო­რებ­ლად, ეს ქუ­თა­ი­სია.
მა­ნუ­ჩარ კა­ჭა­ხი­ძე,
2 მა­ი­სი, 2010, აშშ

November 23, 2009

მე არ მახსოვხარ დედა!


დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ წუთისოფელი
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.
ხალხური

მე არ მახსოვხარ, დედა!
არც ჩემს ტყუპისცალებს, დაბადებიდან რამოდენიმე საათში ჩემთან ერთად დაობლებულ ანზორსა და ავთანდილს ახსოვხარ.
ჩვენს დაბადებას შენი 20 წლის სიცოცხლე შეეწირა... ერთი შენი სიცოცხლის ფასად 3 ახალი სიცოცხლე დაბადე...
გადმოცემით ვიცი, რომ იმ დროისათვის აჭრელებული პრესა 20 წლის გმირ დედას გიწოდებდა, 4 ბიჭის დედას.
მიშიკო მაშინ წელიწადნახევრის იყო, ჩვენ ერთი დღისანი...
მამამ სახელები ტყუპებს ისე შეგვირჩია, რომ საწყისი ასო-ბგერებიდან შენი სახელი, მანანა, მიგვეღო:
მან-უჩარი, ან-ზორი, -ვთანდილი...
ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, მე შენზე უფროსი ვარ (რატომღაც შევკრთი „შენობით“ მომართვაზე), თითქმის 24 წლის, შენ კი ისევ 20 წლის სტუდენტი...
შენი არსებობა ჩვენ გვიან გავიგეთ.
ნამდვილად არ ვიცი, რას ვფიქრობდი, როცა მამას ერთნაირ ტანისამოსში „გამოწკიპულები“ სასაფლაოზე დავყავდით.
ახლად წერა-კითხვა ნასწავლებმა, როცა საფლავის ქვაზე, შენს სურათთან, ჩვენი სახელების გასწვრივ „დაგტირით საყვარელო დედა“ ამოვიკითხეთ, ვერ გავითავისეთ, რომ ჩვენი დედა გარდაცვლილი იყო. ძნელი იყო ამის გათავისება და შეუძლებელიც იმ უდიდესი სითბოს ფონზე, რასაც ჩვენი მეორე დედა - მანანა შარაბიძე გვაძლევდა.
ვიცი, გაგებით მოეკიდები, როცა შეიტყობ, რომ მას ჩვენ „დედას, დედიკოს“ ვეძახით...
ალბათ, იმიტომ, რომ მისი უდიდესი შრომისა და სითბოს გამო ჩვენ უშენობა არ გვიგრძვნია. ეს მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, როცა შენს საფლავზე მოვდიოდით ან სკოლის კლუბში, ფილმ „სხვისი შვილების“ ჩვენებისას ერთი ამხანაგი უტაქტოდ შემეკითხებოდა:
- შენც ხომ გყავს დედინაცვალი?
ახლა, როცა საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, ჩემი ოჯახიდან, შენი განსასვენარიდან შორს, მივხვდი, რომ უბედნიერესი ქალი და დედა ხარ:
- იმიტომ, რომ ღვთის წყალობით შენი შვილები ჯანმრთელნი და საღ-სალამათნი არიან...
- და კიდევ, ისინი არ არიან „სხვისი შვილები“, მათ შენს მაგივრობას შენი მოსახელე, მეტად ღვთისნიერი ადამიანი უწევს.
და როცა ბედის წიგნში ჩაწერილ დროს იგი თქვენს ზეციურ საუფლოში გადმოსახლდება, გთხოვ კარგად მიიღე, სულიერ დად აღიქვი, ხელზე ეამბორე, მადლობა უთხარი, რომ მისი შვილებიც ვიყავით. ღამეებს ათენებდა ჩვენს აღზრდაში, გამთენიისხანამდე გვამეცადინებდა სათითაოდ, და მაშინ დაისვენებდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ წიგნი მაგიდაზე კი არა, უკვე ჩვენს თავში იდო.
გვიან მივხვდი, თუ რა ლამაზად შემოგიყვანა მამამ ჩვენს ცხოვრებაში. მას პატარები სასაფლაოზე დავყავდით, სასაფლაო კი სათამაშო ადგილად მიგვაჩნდა რატომღაც, უფროსები შესანდობარს სვამდნენ, ჩვენ ყურადღების გარეშე ვრჩებოდით და ყირამალას გადავდიოდით. აი, წამოსვლისას კი, მახსოვს მამის თხოვნით: „დედიკოს აკოცეთ“, საფლავის ცივ ქვაზე გამოხატულ ლამაზი ქალის სურათს ვეამბორებოდით გაუაზრებლად, სახლში ვბრუნდებოდით და გამზრდელ დედას „დედიკოს“ ძახილით ვეგებებოდით.
ერთხელაც, მამის გარდაცვალების შემდეგ ბაბუამ ჩვენი დაბადებისა და თქვენი სიყვარულის ისტორია რომ მოგვიყვა, გვეგონა, რომ ლამაზ ზღაპარს გვიამბობდა...
დაკრძალვის დღეს, სამშობიაროში ჩაწერილი ჩვენი, სამი ტყუპის ტირილის ხმა გაცილებდა, - მაშინ ყველაზე გააზრებულად, მედიტაციური ტკივილით, არათუ დაბადებისთვის ჩვეული ამოტირებით, ან შიმშილის ტირილით.
ყველაზე მგლოვიარე ჭირისუფლები ჩვენ ვიყავით შენთვის, დედა, ის ერთი დღის ბავშვები. ყველას ტკიოდა შენი დაკარგვა. ჩვენ შიმშილამდე გვტკიოდა დედის სიცივე, დედის სითბოარნახულ ჩვილებს.
მე ახლა მინდა დაგიტირო ისე, როგორც ეს მაშინ, მაგრამ არ გამომდის, - ის ტირილი ყველაზე გულწრფელი იყო, ყველაზე შინაარსიანი და გაუზრებლად აზრიანი. ეს გაწონასწორებული და ჭკუადამჯდარი ყმაწვილკაცის შორეული დაკარგვის გახსენებაა.
და მსურს მადლობა გითხრა იმ სიცოცხლისათვის, რომელიც წილად შენგან მერგო.

September 28, 2009

ყვავილი, რომელიც შემომაჭკნა!


-"ჭირიმე თქვენი"-ო, ამას ჩვენს სტუმარზე ლამაზად, ომახიანად და ვაჟკაცურად არც არავინ ამბობს. სიყვარულიც რომ გამორჩეული, რაინდული ჰქონია ამ მადლიანს?!
ქართველებს უამრავი ლეგენდად ქცეული ისტორია გვაქვს: გალაკტიონი და ემიგრაციას გადახვეწილი ქართველი ქალის ხატება მერი, ტიციანი და ფეხმოტეხილი ღრუბელი თამუნია წერეთელი, ფიროსმანი და მილიონვარდმიძღვნილი აკტრისა მარგარიტა, რეზო და გემბანზე, თიბათვის მზეზე შეყვარებული მედეა... და უკვე კახი და 28 წლის კაფანდარა, უსათნოესი ბელა...
დიახ, ქართველები ცაში მოცქირალი ხალხი ვართ... ვარსკვლავთმჭვრეტელნიც... და რა გასაკვირია, ვარსკვლავებში ბელაც ამოვიცნოთ და კახიც...

* * *
სიყვარულზე ვისაუბროთ-მეთქი, ვუთხარი და ბელა მოვიგონე, მინდოდა საღერღელი აშლოდა. თეატრზე და კინოზე სასაუბროდ მზადმყოფს უცბად ბელაზე, მხოლოდ ბელაზე საუბარი ვთხოვე. დიდხანს სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ თავი მაღლა ასწია და დაიწყო...
იმდენად კახისეულად, იმდენად კავსაძისეულად საუბრობდა, რომ გადავწყვიტე მისი საუბრის სტილი უცვლელად გადმომეტანა ფურცელზე, ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, როცა კი კითხულობ ამ საუბარს გაზეთში დაბეჭდილს, იქვე კახის ხმა ამოიკვეთება უტყვი ფურცლებიდან თუ სასტამბო საღებავებიდან და უშუალოდ ამ საუბრის მონაწილე ხდები... აბა დაუკვირდით!

* * *
- სიყვარულზე... ვისაუბროთ ბატონო... სიყვარული ეს ისეთი თემაა, რომ ამოუწურავია. ამ თემას თავიანთი შემოქმედება შესწირეს თუ ვინმე გენიოსი იყო დედამიწის ზურგზე, და მაინც ვერ ამოწურეს. ამოუწურავი იქნება ყოველთვის და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს. ლეგენდად ამბობენო? მე ეს ყოველთვის მიკვირდა... იმიტომ, რომ სალეგენდო არაფერი ყოფილა! მე ვარ ისეთი პროფესიის კაცი, რომ ჩემი ყველა მოქმედება ჩანს. ვაი, ჩემს თავს და ვაი ჩემი პროფესიის კაცს რაიმე თუ ჩეიდინა. იმწუთასვე დროშად ააფრიალებენ. მიკვირს მეთქი, წეღან გითხარი... კი არ მიკვირს, სასიამოვნოა...
თუ საქართველო დღევანდელ დღემდე მოვიდა, კიდევ რაღაც არსებობს და სუნთქავს, სიყვარულმა მოიტანა, მეტმა არაფერმა... ისეთი სიყვარულებიცაა, რომლებიც არ ჩანს და არ უკავიათ დროშასავით... ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს პატივს ვცემდით. უფრო მეტის ღირსი იყო და კიდევ ვერ მივუძღვენი, ის სიყვარული ვერ მივეცი ჩემს ცოლს, რაც ეკუთვნოდა. მე ასე ვფიქრობ... რა ვიცი, მეუბნებიან ხოლმე, შენაო, ცოლს უყვარდიო, არადა, მე მიყვარდა, თუ ვუყვარდი, ძალიან კარგი, თორე მე მიყვარდა და...
* * *
როგორ აღმოაჩინეთ, ამურის ისრით რომ მოიწამლეთ-თქო, ან პირველ პაემანზე მიამბეთ რამე-მეთქი, ისე შევეკითხე, როგორც ბუხრის წინ, ბაბუას კალთაში მოკალათებული შვილიშვილი ჩაეძიებოდა ტკბილ პაპას...
* * *
- პირველად ინსტიტუტში რომ მოვიდა, დავინახე და თავბრუ დამეხვა. აბა კაცცო! (შეცდომით არ გეგონოთ, დიახაც, კაცცო, რედ) ვერ ვუბედავდი ვერაფერს, იმდენად შორს იყო, რაფერ გავუბედავდი რამეს თქმას... და ასე ვატარებდი, ბოლოს ნამეტნავად რომ გადავვარდი, საოცარი რამ მოხდა... ყვავილებს დავუწყე ყურება. ყვავილებს ვუყურებდი ძალიან, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, და როდესაც ძალიან გადავვარდი...
- უკან გამოსასვლელიც რომ არ დაიტოვეთ?!...
- ხო... აღარაფერია დარჩენილი და... "რა ლამაზი ყვავილია?!", ვიძახდი თურმე. ჩემმა მეგობარმა მითხრა, კაცო, რა იყო, რა ყვავილების ძახილი აგიტყდაო. თურმე კაცი, როცა ნამეტნავად შეყვარებულია, ყვავილებს ამჩნევს და ყვავილებს უკვირდება... ყვავილებს დავუწყე ყურება, კაცცო! და... რა ლამაზი ფერია, რა კარგი სუნი აქვს, ვიძახოდი, თურმე... მერე მეც გამახსენდა, ასე გაბრუებული რომ დავიარებოდი. სასიამოვნო გრძნობაა ძალიან... შეყვარებულებმა სულ უნდა ეცადონ, რომ ერთმანეთი არ დაინახონ. უნდა იგრძნონ! სულ ბოლომდე გრძნობაში უნდა იყვნენ, თუ დაინახეს ერთმანეთი, ალბათ გაფუჭდება საქმე. დედა, ბიჭო, ეს მიყვარდა?! უიმე, ეს მიყვარდა კაცოო, მეო. ან ამას იტყვიან: უიმე, ეს ამხელა აყლაყუდა კაცი რანაირად, კაცო?! სულ ვცდილობდი, რომ არ დავენახე, სულ გრძნობებში ვყოლოდი...
მისი დანახვა ჩემთვის ყოველთვის პაემანი იყო. როდის მოხდა "პაემანი", პირველი შეხვედრა, მართალი გითხრა, არც მახსოვს. სულ ყოველთვის, მასთან შეხვედრა იყო ჩემთვის პაემანი, თეატრში რომ შევხვდებოდი, აი, ენა ნელ-ნელა ჩამივარდებოდა პირში.
- დანახვაზე თუ ენა გივარდებოდათ, მაშინ წარმომიდგენია, კოცნის შემდეგ რა დაგემართებოდათ...
- (დიდი პაუზა) ...მე ვიფიქრე... რაღაც პიკზე, რაღაც სიმაღლეზე, აი, ევერესტის იქით კიდე მაღლა, მთებში, მთლად ზემოთ... აუ, სად ავედი-მეთქი, ეს რა არის-თქო, კაცცო, ძალიან ამაღელვებელი იყო... სულ ვამაყობდი, რომ ეგეთი კარგი ცოლი მყავდა, სულ ვამაყობდი, ვერასდროს ვერ გავძეხი ამ სიამაყის გრძნობით.
- ქალბატონი ბელა როგორ ხედავდა? თქვენ როგორ დაანახეთ თქვენი სიყვარული, ან მან როგორ დაინახა?
- რა ვიცი, მე მიყვარდა და...
- თქვენსკენ რომ აპირებდა ნავის მოცურებას, ამას მაინც როგორ მიხვდით?
- რა ვიცი, მე მიყვარდა და.. (გაიღიმა), მე ბულდოზერივით მივაწექი მერე და... უკან რომ ვერ დაიხია, ალბათ მაშინ მივხვდი... ალბათ...
- რომელ ყვავილს შეადარებდით?
- ... რომელიც ჩქარა ჭკნება, ალბათ... დიდხანს რომ დგას, ლამაზია... შემომაჭკნა ხელში და... ძაან მაგარი ვიღაც იყო... მაგარი გოგო იყო... სულ აღფრთოვანებაში მოვდიოდი. ვერაფრით ვეცი ისეთი პატივი, როგორსაც იმსახურებდა სამწუხაროდ... სულ მუშაობაში ვიყავი, სულ თეატრი, სულ კინო, სულ რაღაცა... ჩემი ოცნება იყო, როგორმე ერთად, მთელი ოჯახი ბავშვებთან ერთად წავსულიყავით სადმე, ისე რომ არსად მეჩქარებოდეს. ვერაფრით მოვახერხე! არადა, ისიც ბედნიერებაა, თეტრშიც ვიყავი, კინოშიც ვიყავი, დაკავებული ვიყავი ყოველთვის და... ყოველთვის მოძრაობაში ვიყავი, და ის დრო მივუძღვენი ოჯახს, როგორსაც იმსახურებდა ჩემგან.
- რომანტიკოსი იყავით?
- რა ვიცი, რა არის რომანტიკა? მე სულ ბედნიერი ვიყავი! და სხვათაშორის, ერთი სიმღერა რომაა: "ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, სახლში მისვლა-დაბრუნება, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო", რა სიმღერა ესაა-მეთქი, ვფიქრობდი... კარგი ცხენით ომში მიდის, კარგი ცოლი სახლში ხვდება... მართლაც! ყოველთვის მიხაროდა სახლში მოსვლა, რომ კარგი ცოლი მელოდებოდა. ასეა რა! არაფერი შემთხვევით არ ხდება არც სიმღერაში, არც ლიტერატურაში, არც მოქმედებაში, არც საქციელში... ეჰჰ, როგორც სერვანტესის გმირი დონ კიხოტი ეუბნება სანჩოს: ეჰ, ჩემო სანჩო, ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი არ ხდებაო.
- რითმასაც ეჭიდებოდით?
- სხვათაშორის, მუსიკა დამიწერია, ნოველა დამიწერია, სცენარი დამიწერია, ცოტა დამიხატია კიდეც, მაგრამ ლექსი არასოდეს დამიწერია. ყოველთვის მიკვირდა, როგორ წერდნენ პოეტები ასეთ ლექსებს: "და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმიდა"... მოფიქრება არ უნდა კაცცო?! რანაირად მოიფიქრა, ნიკორწმიდა იმდენად დიადია, რომ ცით დაამშვენაო, კაცცოოო, რანაირად შეიძლება ამის მოფიქრება?! ლექსის დაწერა აქამდე ვერ გავბედე, როგორც ვერ ვბედავდი მასთან მისვლას, ასე ლექსის წერაც ვერ გავბედე მე!
- არ მჯერა, რომ ხშირად არ უტყდებოდით ერთმანეთს სიყვარულში...
- არავითარ შემთხვევაში! ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? არა კაცცო! სიყვარული არსებობს! ჩვენც ვმოქმედებდით, ჩვენ მივდიოდით, მოვდიოდით, ბავშვებს ვეფერებოდით, ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობოდით, ხანდახან იყო ხოლმე, შეცდომას დავუშვებდი, ქეიფში, შეიძლება ვერ მოვიქცეოდი ისე, როგორც საჭიროა, სულ ვნერვიულობდი, აუ, როგორ შემეშალა, როგორ და რას მეტყვის ახლა, არ მითხრას, რომ ცუდად მოვიქეციო. და როცა ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, ერთი 10-20 დღის შემდეგ, მეტყოდა, არ გრცხვენია კაცოო?!
- ახსნითაც არ აგიხსნიათ სიყვარული?
- არაფერი მითქვამს... მივდიოდი, მოვდიოდი, ვიდექი, ხვდებოდა, რომ რაღაც სულელივით ვიქცეოდი... მერე ერთ მშვენიერ დღეს, მოვკიდე ხელი და ჩემს ძმაკაცებს განვუცხადე: ეს ქალი არის ჩემი ცოლი-მეთქი... გაჩუმდა, ხმა არ ამოიღო... სახლში მივედი, დედაჩემს ვუთხარი, ეს არის ჩემი ცოლი-თქო... შევიკრიბეთ, მისი დედა იყო, დეიდა იყო, მისი და იყო, დედაჩემი იყო, ჩემი დეიდა, მე ვიყავი, ბელა იყო, დავჯექით და ვისადილეთ, სადღეგრძელოები ვთქვით, და ეს იყო ჩემი ქორწილი. ასე გახდა ჩემი ცოლი...
- ყველაზე დიდი საჩუქარი?
- ქალიშვილი მომიყვანა, ვაჟიშვილი მაჩუქა... და თავისი თავი მომცა! აი, ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი.
- დღეს რა გრნობა გეუფლებათ, ახლა, ამ წუთას, ამ თემაზე საუბრისას?
- იცი რა?! როდესაც ამ ქვეყნიდან წავიდა, დავდიოდი თურმე სახლში და ვიძახოდი: "რა ვქნა, ეხლა რა ვქნა"-მეთქი. თურმე სულ ამ სიტყვას ვიძახდი. მერაბ კოკოჩაშვილი მოვიდა ჩემთან და შემეკითხა, "კახო, რამდენი წელიწადი იცხოვრეთ ერთადო". მე ვუთხარი, 26 წელიწადი-თქო. "ბედნიერი იყავიო", ვიყავი-მეთქი, ეს 26 წელიწადი ვიყავი ძალიან ბედნიერი-მეთქი. კახო, ადამიანები არიან ამ ქვეყანაზე, რომლებიც 26 დღეს არ ყოფილან ბედნიერებიო, და 26 წელიწადი, მეოთხედი საუკუნე იყავი ბედნიერი, სულ ხომ არ შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანიო, და ძალიან ფილოსოფიური სიტყვები მითხრა.
მართლაც, ხომ არ შეიძლება სულ ბედნიერი იყო, ხომ არ შეიძლება სიცოცხლე გაგრძელდეს სულ არა? ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო მეტად ერთად და... უფრო მეტი ხანი ვყოფილიყავი ბედნიერი... თურმე ბედნიერება მარადიული არ არის და... მეც ასე ვფიქრობ, ალბათ, როგორც ცხოვრება არ არის მარადიული, ისე ბედნიერებაც არ არის მარადიული და ასეთი გაგებით ვეკიდები... შვილები არიან შენთან, მერე იზრდებიან და მიდიან, მერე უნდა გამოგეყონ და ძალიან მძიმე მომენტია. ქალიშვილი გათხოვდა, ვაჟიშვილმა ცოლი შეირთო... ისინი უფრო ახლობლები გახდნენ ერთმანეთისთვის და... ახლა შვილიშვილები უფრო მეტი არიან. რაღაც ხდება... მიდიან, მოდიან... თურმე ბედნიერებაც ერთ ეტაპზე უნდა დამთავრდეს, თურმე! რომ მერე მეორე ბედნიერება დაიწყოს, მეორე სიცოცხლე დაიწყოს, მეორე ადამიანებმა იბედნიერონ და ასე შემდეგ. მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამხელა, ეს 26 წლიანი ბედნიერება მაჩუქა.
- ბედნიერება გაჩუქათ, ესე იგი ბედნიერი იყავით?
- ერთი კაცი დამისახელე, დაწყებული დიდი გენიოსებიდან, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს, რაც უნდოდათ გააკეთეს, რომ ეთქვათ, ბედნიერები ვართო... დამისახელეთ რა?! ვერ იტყვით ასეთ კაცზე! შეიძლება პირიქით, რომ გვგონია ჩვენ ბედნიერები, სულაც არ იყვნენ! მე ვთვლი, რომ ბედნიერი ვიყავი, შვილები მყავს, შვილიშვილები მყავს, ბედნიერი ვარ! მადლობელი ვარ, ღმერთის, რომ დღესაც ვმუშაობ, დავარდნილი არა ვარ, მინდა რომ ზეზეულად, ხეები რომ კვდებიან, ისე მოვკვდე სცენაზე. ჯერ-ჯერობით ასე მიდის და თუ ასე დამთავრდება ჩემი ცხოვრება, ესეც ბედის საჩუქარი იქნება ჩემთვის.
- ბელასთან შეხვედრა როგორ წარმოგიდგენიათ?
- ალბათ ჩვეულებრივად, თითქოს ის გუშინ წავიდა, მე დღეს მივედი... ასე შევხვდებით ალბათ ერთმანეთს... მომეჩვენება... ბოლო სიტყვები ბელამ ეს მითხრა, რაღაცას ველაპარაკებოდი, მინდოდა გამომეყვანა მდგომარეობიდან, რაღაც მძიმედ იყო და... ბოლო სიტყვები იყო: "Оставь меня в покое, не мещай в бложенству", დამანებე თავიო, შევეშვი და ესე ძილში 28 აგვისტოს, მარიამობას დაიძინა და წავიდა...
დედაჩემმაც ჩემს ხელში დალია სული და მისი ბოლო სიტყვები?! სულ რაღაც ტკიოდა, თვალებში დაკარგა ფოკუსი (დედაჩემს ქმარი დაეღუპა, 27 წლის დარჩა ორი შვილით) და ძალიან ფხიზლად, ძალიან ფხიზლად, - "დათაშკააა", - დაუძახა და დაამთავრა სიცოცხლე.
- შეხვდნენ!
- შეხვდნენ! რა ვიცი, შეიძლება მეც დავიძახო, ან იმან დამიძახოს: კახოოო...
- ბატონო კახი, ემაგ დაძახებამდე ერთი საუკუნე კიდევ მინდა გავიდეს... ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ, ელიბოც გვჭირდება და დონ კიხოტიც...
* * *
ეს საუბარი ცივი თებერვლის ცივ დარბაზში შედგა...
ცივი-მეთქი, ვამბობ, მაგრამ როცა ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა, ვიგრძენი რომ ეს სიცივე სადღაც გამქრალიყო და იქაურობა სიყვარულის სითბოთი გამთბარიყო.
თბილი ოთახიდან გარეთ გასვლა კი ძნელია, ხოდა მეც ძალიან გამიჭირდა ამ სითბოს, ამ სიყვარულის იქ დატოვება.


მანუჩარ კაჭახიძე,
ამერიკა

September 26, 2009

დიდი მადლობა, დედა!


ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, ჩემი ქუთაისის ვარდ-მაისობაც ნისლით იფარება ჩემს მეხსიერებაში. ერთი რამ კი არამც და არამც მავიწყდება. ის კი არადა, შემიძლია თვალი დავხუჭო და ფერებში აღვიდგინო ის წამი, ის მომენტი... სკოლის კლუბში ფილმ „სხვისი შვილების“ ჩვენებისას გვერდით მჯდომმა უფროსკლასელმა საჩვენებელი თითი ჩემსკენ რომ მომართა და სხვათა გასაგონად შემეკითხა: შენც ხომ გყავს დედინაცვალი?
მას შემდეგ შემძულდა ეგ სიტყვა. და მგონია, რომ არათუ ჩვენს ცხოვრებაში, ლექსიკონის ფურცლებსაც სტკივა ამ სიტყვის არსებობა.
მეფისნაცვალი?! კი, ბატონო!
დედინაცვალი?! არამც და არა!
მაწვნის იმ ერთ ციცქნა შემქმნელს თუ „დედოს“ ვეძახით... სხვისი შვილების გამზრდელმა რად „ინაცვლა“?!
ჩემი დედიკო - მანანა შარაბიძეა...
ეს „ტიტული“ 21 წლის ქალიშვილმა მას შემდეგ მოირგო, რაც მე და ჩემი ორი ტყუპისცალი, წლინახევრით უფროს ძმასთან ერთად 1 დღისანი დავობლდით.
„დედის ამაგს ხელისგულზე ერბო-კვერცხის შეწვითაც ვერ გადაიხდიო“ - ბავშვობაში მასწავლიდნენ. მაშინ არც მიფიქრია მასწავლებლისთვის მეკითხა, სხვისი ობლების გამზრდელ დედასთვის თუ რითი შევძლებდი ამაგის გადახდას.
მას შემდეგ ვფიქრობ იმ დაუსმელ შეკითხვაზე.
პასუხი ახლაც არა მაქვს!
მახსენდება, თუ როგორ სათუთად ინახავდა დედა ჩემს პირველკლასელობისას ნაჩუქარ, ჩემივე ხელით დახატულ სარვამარტო მისალოცს (მაშინ 3 მარტი ჯერაც არ არსებობდა), მასთან ერთად კი სალფეთქზე დაწერილ ჩემს პიონერულ ფიცს, რომ ცხოვრებაში სიგარეტს აღარ გავეკარებოდი.
ვფიქრობ, იმ მისალოცში სათუთად გამოყვანილი სიტყვებიც შევასრულე, რომ მუდამ მეყვარებოდა, და ხელსახოცზე დაწერილი ფიციც.
თუ დედას უღალატებ, მერე სამშობლოს ღალატიც ადვილია!
იქნებ, სამშობლოს ღალატიც დედის ღალატია?! მისი დამღერებული იავნანის უმადურობა...
ამ სურათს, ამ წერილს რომ ახლავს, ლამაზი სახელი აქვს: „ერთი იავნანა სამისათვის“. ალბათ ამ იავნანებით, ჩურჩულით წაკითხული ზღაპრებით ხდებოდა ჩვენი დამყნობა - მოყვასის, ჩვენი ლამაზი ქალაქის, სამშობლოს სიყვარულთან, რომ შემდეგ ისეთი ნაყოფით გვეხარა, რომ ამაგი დაგვებრუნებინა.
არა ხელისგულზე „ყიყლიყოს“ შეწვით, არამედ მამულის სამსახურში დგომით!
ჩვენი, ტყუპების სახელების საწყისი ასოების ერთობლიობა ჩვენი მშობელი დედის სახელს კრავს:
მან-უჩარი, ან-ზორი, ა-ვთანდილი!
- მანანა!
და შენს სახელსაც...
მაშინ, როცა ამ სახელებს გვარქმევდნენ, ღმერთის ნებით, უნებლიედ, ჩვენს სახელებში ჩაიდო ის კოდი, რომ მადლიერება შენდამიც გამოგვეხატა, ზუსტად ისე, თანაბრად, როგორც მშობელი დედისადმი.
და სამთავე ძმას საკუთარ სახელებთან ერთად შენი სახელიც გვეტარებინა!
24 წლის დაგვიანებით მშობელი დედისადმი მიძღვნილ წერილში შენს მოსახელეს, ჩვენს მშობელ დედას ისიც ვთხოვე, რომ თუკი ოდესმე შენთან შეხვედრის ბედნიერება ერგება, ხელები დაგიკოცნოს, გულში ჩაგიკრას და დად მიგიღოს, - იმ დიდი გმირობისათვის, დიდი ქალობისათვის, რასაც სამი საშინლად ანცი ბიჭუნას აღზრდა ჰქვია.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე დედას, მედეა ჩახავას ყოველთვის ასე მიმართავდა თუ მოიხსენიებდა: „ქალბატონო დედა!“
ამ ორ სიტყვაში, ერთი შეხედვით არისტოკრატიულ მიმართვაში, მე ერთნაირად ვკითხულობ - სიყვარულს, კრძალვას, მოწიწებას და ფეხისწვერებზე სიარულის სიჩუმეც მესმის.
ნახევარსაუკუნოვან იუბილეს გილოცავ, ქალბატონო დედა!
დე-და!

June 20, 2009

აირია მონასტერი


ძველებურად ცხოვრება
(შთაბეჭდილებები ცხელ-ცხელი ამბებისა,
იმისი, რაც ამ სტრიქონების კვალდაკვალ ხდება საქართველოში)


1. წყალბრუნვის დამთრგუნველი ეფექტი
უცნაური რამაა ცხოვრება, უცნაური მოვლენაა თვით ცხოვრებაში ხალხი, უცნაური ზეგავლენა აქვს ცხოვრებას ხალხზე და ხალხს ცხოვრებაზე. მსოფლიო ისტორიული მოძრაობის პრინციპი კაცობრიობის აზროვნებაა პროგრესისაკენ, ხოლო თუ რაა ეს პროგრესი, მისი არსი თვით ცხოვრების ენერგიის მიმალულ და ბნელ საკუჭნაოში, ან სანაგვე ყუთებში განისვენებს, - მარგალიტი ლექშიო, - იტყვის ამ შემთხვევაში ქართველი კაცი. მარგალიტი კი თავისთავად ბრჭყვიალა კრისტალია, იშვიათი და უნიკალური, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის გამო ეს ნამდვილი ფასეულობა გაუფასურებულია, რადგან არავინ იცის მისი არსი, ყველას კი პირზე აკერია მისი კეთილშობილება, არ კი უნახავს და განუცდია ვინმეს ეს ნეტარი გრძნობა მსოფლიო დემოკრატიული ცივილიზაციის. მარგალიტიო, - ვამბობთ და ამ მარგალიტის ძიებაში რამდენი სისხლი დაიღვარა. ძიება ნებაყოფლობითაც იყო და ძალდატანებითაც. ვინც ნებაყოფლობით ეძებდა, მათ ენთუზიასტები შეარქვეს, ხოლო ძალდატანებულებს - მსხვერპლი გარემოებისა.
ასეა თუ ისე, მარადი ღირებულებები, რომლებიც დეკლარირებულია ათას მოაზროვნეთა ტრაქტატებსა და ზოგადად შემოქმედებაში, სხვა არაფერია, თუ არა იდეა, ანუ აბსტრაქცია, იგივე ცარიელი სივრცე, მარგალიტი კი კონკრეტული საგანია, რომელსაც მიაწერენ იმ აბსტრაქტულ ღირებულებებს, რომლისთვისაც ესოდენ თავს დებენ ეპოქები.
შეიძლება ეს იდეა განახორციელო არათუ ძნელად საშოვარ კრისტალზე, არამედ მდინარის რიყის ქვაზეც კი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება იგი. პროგრესული აზროვნება კი ყოველთვის ებრძვის კონსერვატიულს, ტრადიციულს, ისტორიულს. ცხოვრება წყალ-სწრაფ მდინარეს ჰგავს, რომელიც იჩქარის და დაგუბებას ვერ იტანს, ჯებირებს ხეთქავს წყალი იმ მარგალიტების მოპოვების სახელით, რათა მდინარემ გზა იპოვოს და ზღვის ნაწილი გახდეს. ეს თანამედროვე ცხოვრების ტიპიური ალეგორიაა, რომელსაც კომენტარი არ სჭირდება.
ასე რომ, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნური ჯებირების გახეთქვა და სწრაფვა არარაობისკენ, რადგან ზღვაში შესული მდინარის მასსა რაოდენობაა და არა თვითმყოფადობა, ხოლო თვითმყოფადობას ამ შემთხვევაში წარმოქმნის ზღვის უკიდეგანო სივრცის პანორამა - სხვადასხვა ინდივიდუალური, პეიზაჟებგამოვლილი მდინარეების წყლებით შევსილი აუზი.
ეს აუზია გლობალიზაცია და ინტეგრაცია.
ვიღაც იბრძვის წყლის სიჩქარის მოსამატებლად, ვიღაც კი წყლის კალაპოტის შესაცვლელად. ასეა თუ ისე, რაღაც შემთხვევაში აუცილებლად იმღვრევა წყალი და ჩქერებში ყოველთვის ქაოსური ორომტრიალია. სწორედ ამის შემდეგ დინება ისევ წინ მიისწრაფის, მაგრამ დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს, რომ ჩქერის მიღმა წასული წყალი რაღაც მანძილის შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, ანუ მდინარე აღმა იწყებს სვლას.
ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის ასეთი.
საბჭოთა კავშირის ისტორიაში დაუფარავად აღიარებდნენ კრონშტადტის 1921 წლის მარტის ბუნტის სისხლში ჩახშობის ამბავს და მას სკოლებშიც კი გვასწავლიდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო საბჭოეთის ისტორიაში იგი. იმთავითვე იყო თვალში საცემი ეს მშრალი ინფორმაციული მონაცემები და იბადებოდა უამრავი კითხვა,
- რატომ მოხდა მუშათა ბუნტი საბჭოეთში?
- იგი ხომ მუშურ-გლეხური სახელმწიფო იყო და ხალხი ასე ბედნიერად გრძნობდა თავს?
- ანდა წითელმა არმიამ ხალხს ესროლა და დახვრიტა?
- და ეს როდის?
- ოქტომბრის რევოლუციიდან მეოთხე წელიწადს?
ჰოი, საოცრებავ!
- ჯარი ხალხს განუდგა?
- ლენინი ხომ მოსკოვში მართავდა ქვეყანას? იგი ჯერ კიდევ არ იყო ლოგინად ჩავარდნილი და არ იძახოდა გორკაში ხეზე ასული - "კუ-კუ-რუ-კუ"-ო (რა თქმა უნდა ლენინის სიგიჟის ამბავს საბჭოური ისტორიოგრაფია არ იტყოდა, არც ეცოდინებოდათ სრულყოფილად რას სჩადიოდა ჩაკეტილ სივრცეში პროლეტარიატის ბელადი, ეს ახლა გახდა ცნობილი. რომც სცოდნოდათ, არც და ვერც იტყოდნენ). ერთი რამ მაინც რჩება გასაკვირი ბრბოს ფსიქიკაში, -
- გინდოდა რევოლუცია?
- მიიღე!
- გინდოდა მეფის სიკვდილი?
- აისრულე ეს წადილიც!
- გინდოდა ბოლშევიზმი?
- ესეც ყურისძირშია.
კრონდშტადტი არ არის იმპერიის პერიფერიაში რომელიღაც გადაკარგულ ურალში თუ ციმბირში, ან იმის იქით. კრონდშტადტი ერთ ხელის გაწვდენაზეა რევოლუციის აკვანთან და ეს ქალაქი, თავისი მუშურ-გლეხური საზოგადოებით რევოლუციის ავანგარდში იყო მოქცეული და გადამწყვეტ როლსაც ასრულებდა რევოლუციის "მონაპოვართა" შესანარჩუნებლად. ახლა კი უკმაყოფილოა ხალხი რევოლუციით და ეს არათუ ათწლეულების შემდეგ, არამედ ზუსტად სამწელიწად ნახევარში...
დიახაც, ზუსტად სამწელიწად ნახევარში!
და ამას წერენ ბოლშევიკები სსრ კავშირის ისტორიის წიგნებში და არ მალავენ, უფრო მეტიც, მოზარდ თაობას ასწავლიან ამ ამბავს ათწლეულების შემდეგ, თვით საბჭოეთის დასალიერს, მაშინ, როდესაც უამრავი სამარცხვინო ისტორიული ფაქტი მიჩქმალული ჰქონდათ. მაგრამ ეს იმდენად მძლავრი ამბოხი იყო და იმდენად საშიში, რომ თვალი ვერ დახუჭეს მასზე. ეს იყო და ეს. ასე ვსწავლობდით. მაგრამ ანალოგიური წყალბრუნვის მაგალითები საკუთარი თვალით გვანახა ცხოვრებამ და გამოგვაცდევინა იგი საკუთარ თავზე -
1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შედეგად სამოცდაათწლიანი მმართველობის შემდეგ საქართველოს დაეპატრონა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ფრთა. არ გასულა თვეები და მისსავე წინააღმდეგ ჯაბა იოსელიანმა და მხედრიონის სამხედრო კრიმინალურმა დაჯგუფებამ გამართა საპროტესტო აქცია.
არ ჩავსდევ დეტალებს, მაგრამ ეროვნული აღტკინების ფონზე ეს აქცია ისე გამოიყურებოდა, როგორც კრონდშტადტის ამბოხის შესახებ მქონდა საუბარი, უბრალოდ იმხანად მასშტაბები სხვა იყო და სხვანაირივე შედეგით დასრულდა. ესაა მხოლოდ წყალბრუნვის თვალში საცემი ფენომენი აშკარად და დაუფარავად გამოტანილი იყო თვალსაწიერის არეალში - სულ რაღაც თვეებში იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც იბრძოდა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის და იმ ძალების მიერ, ვინც ასე თუ ისე გვერდით ედგა ზვიად გამსახურდიას. წყალბრუნვამ მასშტაბები შემდეგ მიიღო, მაგრამ ეს უკანასკნელი იმდენად იყო მოსალოდნელი, რამდენადაც მონასტერი უკვე არეული იყო და არაფერი წარმოადგენდა უკვე საკვირველების საგანს. მაშინ კი - საყოველთაო სახალხო სიხარულის ჟამს (საუბარია 1990 წელს), პროტესტი თითქოს უნდა ჩამცხრალიყო, რადგან მოვიდა ის, ვისი მოსვლაც ასე-რიგად უნდოდათ. წყალბრუნვა მთელი სიმძლავრით მოგვიანებით მოხდა, მაგრამ ეს პირველი ქვენადინების ექსტაზი შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა. თუმცაღა მნიშვნელობა ამ აქციას შემდგომ მოვლენათა განვითარების ფონზე უმნიშვნელო, არაფრისმთქმელი და არაფრისმომტანი ჰქონდა. მაგრამ წყალბრუნვა მაინც მოხდა.
ასეთივე წყალბრუნვის ეფექტი იყო გაუგებრობამდე უცნაური, თვალისთვის მეჩხერად სამზერალი რამ, ქვენაგრძნობებში გაკვირვებას რომ იწვევს. ის, რაც მოხდა "ვარდების რევოლუციური გადანაცვლების" მეორესავე დღეს, როდესაც "კმარელი" აქტივისტები შეცვივდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და როინ მეტრეველის გადაყენება მოითხოვეს და ამ უზრდელი საქციელით აღშფოთებული ახალგაზრდობა, რომელიც წინა დღეს ზეიმობდა შევარდნაძის წასვლას, დაუპირისპირდა სწორედ "რევოლუციურ ტრიუმვირატს". აი, ეს არის შეგნებაში წყალბრუნვის ეფექტი, რომელიც თითქოსდა უმნიშვნელოა, მაგრამ წინასწარმაუწყებელია წყალბრუნვის მძლავრი ტალღისა.
ამ ხელისუფლებამ თავისი უგუნური და უმწიფარა, თავგასული და თავხედური მოღვაწეობის შედეგად მოახერხა ის, რაც ლენინური ბოლშევიზმისა და ჰიტლერული ნაციზმის პარანოიკულმა კასტამ თავისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ახლა კი სააკაშვილის შიზოფრენულმა და უწიგნურმა ცხვირმოუხოცავმა ბალღმა მინისტრ-პარლამენტარებმა მიიღეს ქვეყანაში პრაქტიკულად რევოლუციური სიტუაცია.
სწორედ რომ ყველა კომპონენტი სახეზეა რევოლუციური სიტუაციისა!
ერთსაც დავამეტებ: საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინაბჭე აღინიშნებოდა ფასების კატასტროფული ზრდით ასტრონომიულად უმოკლეს ვადაში.
ორი ნოემბერიო, - ამბობენ ოპოზიციონერები და დასძენენ, რომ ჩვენ არ გვსურს ახალი რევოლუციებიო, პირიქითო, უნდა დასრულდეს ყველაფერი მშვიდობიანადო. ისინი ამ მღელვარე მასას ვერ გააკონტროლებენ და ისტორიის შეუქცევადობას ვერ შეცვლიან. ისინი უფრთხიან ამ სიტყვას, რადგან 2003 წლის ნოემბრის როქს "რევოლუციას" უწოდებენ, და მიტომ. ისინი სახეზე მიიღებენ ახალ რევოლუციას 1989 წლის 9 აპრილის და არა 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ. ამ ოპოზიციის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გაორებულნი არიან, როცა სააკაშვილის აღზევებას "რევოლუციად" ნათლავენ და კარსმომდგარ რეალურ რევოლუციას დეკლარაციებითა და ლოზუნგებით არბილებენ. ამით ისინი ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს.
მიხეილ ჯავახიშვილი თავის დღიურებში წერდა: "25 თებერვალს უქმე პატივახდილი დედაკაცის უქმეა, რომელიც სწორედ 25 თებერვალს იხმარეს ძალითო" (Nota bene: ამ სტატიაში და მეტადრე პირველ ნაწილში საგანგებოდ დავიმოწმებ მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკებს, რადგან მხოლოდ მის მწერლურ ფენომენს ხელეწიფება მიუსადაგოს ანალოგიები ისეთი ზედმიწევნით ისტორიიდან თანამედროვეობას, როგორადაც ვერც ერთი მწერალი ვერ შესძლებს ამას. და განსაკუთრებით უბის წიგნაკებზე იმიტომ ვაჩერებ ყურადღებას, რომ მათშია თავმოყრილი შავ-თეთრი მასალა დიდი მწერლის შემოქმედებისა, რასაც შემდეგ ჯავახიშვილისეული მადლიანი გონი სხვადასხვა ნაწარმოებებში გააბნევს და გაშლის. აქ კი ლაკონურად და მოქნილად არის მოცემული იდეა, სახე და განსახიერება, რასაც ჩვენ დღეს დიადი წყალბრუნვის ჩქერში მოქცეულები ვუმზერთ საკუთარ თავსაც და გარესამყაროსაც). ასეთი ოცდახუთი თებერვალი შეიძლება იყოს ექვსი იანვარი და თუნდაც ოცდასამი ნოემბერი (წმიდა დღესასწაულის შებილწვის დღე. ერის ამაზე მეტად გაუპატიურება იქნება? და ამას უწოდებენ ოპოზოციონერებიც კი რევოლუციას? როცა ეს ასეა წარმოჩენილი, მე ყველა ოპოზიციონერზე მეკარგება ისედაც მათ მიმართ ჩემი წამხდარი წარმოდგენა და მომავალ საკეთებელს იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ).

2. აირია მონასტერი
ახლა უკვე საქართველო მერამდენედ დაადგა ახალი რევოლუციის გზას, რომელსაც ასევე მერამდენედ ახშობს ოპოზიციური ძალები არჩევნების ეგიდითა და ლოზუნგით.
2003 წელს რევოლუცია არ შედგა. არშემდგარ მოვლენას, უმწიფარადშობილს უწოდეს რევოლუცია და ამიტომ ცხოვრება ისევ ძველი რეჟიმის გაკვალული გზით წავიდა. განსხვავებით შევარდნაძის ხელისუფლებისგან, სააკაშვილის ხელისუფლებამ თავისი პირველი საარჩევნო ვადის ამოწურვამდე ხალხი ხელახლა მიიყვანა რევოლუციურ სიტუაციამდე და რევოლუცია რომ არ მოხდეს ქვეყანაში (რევოლუციის საფრთხე კი ჯერაც არ ამოწურულა. ხატოვნად რომ ვთქვათ და კომუნისტური პარტიის მანიფესტს რომ დავესესხოთ, "აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი რევოლუციისა"). ამიტომ საზღვარგარეთული დირექტივებით ხელახლა შეიმოსა ოპოზიცია, ხელახლა წამოვიდა ობშორული ზონებიდან სასწრაფო მეთოდებით ფული, რათა დააცხრონ ეროვნული მღელვარება ახალ-ახალი ლოზუნგებით - ესაო და არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებშიო, მეტს არ ვითხოვთო, მერე დაამატეს "საქართველო პრეზიდენტის გარეშეო" და რომ არ დამგვანებოდა მდგომარეობა ოთხი წლის წინანდელს, სიტყვა "შევარდნაძე" შეცვალეს სიტყვა "პრეზიდენტით". ამით მიხვდნენ, ან წინასწარგამიზნულად ითქვა, რომ იცვლება არა მხოლოდ კაცი, არამედ სტრუქტურა. რევოლუციის მუხტის ჩასახშობად ოპოზიცია მიმართავს ასეთ ტაქტიკურ დემოკრატიული იმიჯისმიერ ნიღაბაფარებულ ტაქტიკას, უკეთესად რომ ვთქვათ - ფანდს. ამბობენ - მიიღოსო სააკაშვილმა მონაწილეობა ამ კონსტიტუციურ ვადებში დანიშნულ არჩევნებში და თუ გაიმარჯვებსო, ღმერთმა მშვიდობა მისცესო.
დარწმუნებული უნდა ვიყოთ ყველანი, რომ სააკაშვილი ისევ მოვა არჩევნების გზით ხელისუფლების სათავეში, რადგან მან საუკეთესოდ იცის არჩევნების ჩატარების მექანიზმი, მას გააჩნია უდიდესი უპირატესობა მოწინააღმდეგესთან, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანები და იდეოლოგიური საშუალებები მასზე მუშაობენ. ჩვენი სახელმწიფოს უბედურება არის მის სტრუქტურულ მოწყობილობაში, -
- ხარ პრეზიდენტი?
- გაქვს კანონის დაწერის, დასჯის, გასამართლების და სხვა უფლება!
- არ ხარ პრეზიდენტი?
- არაფრის უფლება აღარ გაქვს!
ამდენად, მიტმასვნა ასეთ შემთხვევაში და კოხტად მორგებული პრივილეგიების კბილებით დაცვა ჯარით, პოლიციით, სასამართლოთი, კანონების კანტორით, სახელმწიფო ყულაბით - გაცილებით იოლია, ვიდრე ცარიელი ხელებით.
ერთის სიტყვით, საქართველო დგას რევოლუციის ზღვარზე. თუ შევარდნაძემ პოზიციები დათმო (ან უკეთ რომ ვთქვათ, გაითამაშეს შევარდნაძემ და "ტრიუმვირატმა" ხელისუფლების წართმევის სცენა და ამით თამაშგარემდგომარეობაში დატოვეს აზვირთებული ბრბო, რის გამოც რევოლუცია სინამდვილეში არ მოხდა), სააკაშვილი პოზიციებს არ დათმობს. იგი ყოველ თავის გამოსვლაში მოჩვენებითი თვითდაჯერებით საუბრობს თავის ახალი ვადით არჩევაზე. ეს იმას ნიშნავს, არდაბადებულ ბავშვს რომ აბრაამს არქმევდნენ. აქ კი ყველაფერი წავა ხალხის აზვირთებისკენ, რევოლუციაც მოხდება, მაგრამ გაიმარჯვებს თუ არა იგი, ამის პროგნოზებს ვერავინ იტყვის დარწმუნებით. ერთი კია, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც დასაშვებად მიიჩნევენ რევოლუციური ტალღის აგორებას. ამით მიაღწევენ იმას, რომ სააკაშვილი დარჩება თუ არა ხელისუფლების სათავეში, ნებისმიერ შემთხვევაში გაუფასურდება, კარგა ხნით მაინც, რევოლუციის იდეა, მითუმეტეს მაშინ, თუ რევოლუცია განწირული იქნება თუ არა. ამით ხელისუფლება (ძველი თუ ახალი, ამას არა აქვს მნიშვნელობა) მიაღწევს იმას, რომ პრეზიდენტის სავარძელში შეეგებება თავისი კონსტიტუციური ვადის ამოწურვას და არა სამარეში, ან პენსიონერის სავარძელში შინაპატიმრობის პირობებში.
"მე ვშიშობ საქართველოს მომავლის შიშით, და მეშინიან ჩემივე შიშის" (მ. ჯავახიშვილი, უბის წიგნაკებიდან 1926წ. N5). საქართველომ მართლაც საშიში ტენდენცია აითვისა - რევოლუციობანას თამაში ყოველ წვრილმან უკმაყოფილებაზე. შევარდნაძის დროს ყოველივე ამან უსისხლოდ ჩაიარა. რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს სააკაშვილის დროს, ძნელი წარმოსადგენია. აქ შიშიცაა და სიხარულიც შიშზე. მართალია, ოპოზიციონერები ამბობენ თავიანთ ლოზუნგებში - არ მეშინიაო, მაგრამ ყველა ჭკუათმყოფელ კაცს შეეშინდება, - არათუ სააკაშვილის ტურების, არამედ ერის გაუკუღმართებული ფსიქიკის. იმდენად ღრმაა ეს შიშის ფესვები, რომ აღარ მსურს ძირით ძირამდე ჩავყვე მას და რომ უფრო მივყვები ფიქრს და შიშს, მით უფრო მიდგება თმები ყალყზე შიშისაგან. და აი, რაში მდგომარეობს შიში:
რევოლუციური სიტუაცია საქართველოში რეალურად არსებობს და იგი ან შეიძლება გადაიზარდოს, ან არა რევოლუციაში. გზისგასაყარი აქვეა, რომელ გზასაც არ უნდა დაადგე, ორთავე მომაკვდინებლად საშიშია. არ ვამბობ და არც ვამახვილებ ყურადღებას, მოხდება თუ არა ეს უბედურება კიდევ ერთხელ. კითხვა უნდა დაისვას სხვანაირად, რომელსაც არავინ სვამს და არც არავის სურს დასვას იგი (პირველი შიში ამ მოყრუებაშია). და აი, კითხვაც - სჭირდება თუ არა საქართველოს რევოლუცია? სხვა საკითხია რას მოუტანს და რას არა. რომ ვთქვათ, არაო, თავისთავად გაახალგაზრდებულ შევარდნაძიზმში ჩავიხრჩობით; რომ ვთქვათ, კიო, ეს უკვე რასაც ნიშნავს ყველამ ვიცით. პირველყოვლისა ეს ნიშნავს სისხლსა და ნგრევას. მერე ყველაფერ დანარჩენს, რაც უკვე გამოვლილია.
სხვა არჩევანი საქართველოს არ დაუტოვა ამ ხელისუფლებამ, იგი თავისი არსებობის ათვლის წერტილში დაბრუნდა. აი, აქ გამოჩნდა წყალბრუნვის მზაკვრული ორომტრიალი. ასეთ საქართველოზე მიხეილ ჯავახიშვილი წუხდა, რომ "დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელსო" (უბის წიგნაკები 1924წ. N1).
თუ სჭირდება რევოლუცია, ვის სჭირდება იგი?
ერთი რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რევოლუცია არ სჭირდება არც მთავრობას და არც ოპოზიციას, მაგრამ აუცილებლად გარდაუვალობის შემთხვევაში ერთიც თანახმაა წავიდეს პროვოკაციაზე და მეორეც, რათა თავიანთი პოზიციები გაიმყარონ. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი მოთამაშე რა სტრატეგიას და ტაქტიკურ სვლებს აირჩევს. ამ კითხვაზე სადღეისოდ ვერავინ გასცემს პასუხს, რადგან ვიცით, რომ რევოლუცია თავის ნაყოფებს გვიან იღებს და ამ ნაყოფებისდამიხედვით გახდება თვალსაწიერში რეალურად დამდგარი რევოლუციის საჭიროება-არსაჭიროების საკითხი. ლეიტმოტივი კი ყველაფერ ამის არის ისევ მიხეილ ჯავახიშვილის მსოფმხედველობა იმავე 1924 წლის N1 უბის წიგნაკში ჩაწერილი:
"თუნდ მარცხნივ წადი, თუნდ მარჯვნივ, - სულ ერთია, მაინც შესცდები და ინანებ". შეუმცდარი რომ იყო, დრომ უნდა დაწმინდოს ლექი და თხლე, საჭაშნიკოდ გამზადებული კი ყოველთვის მზადაა პირუთვნელი და უშეცდომო დასკვნების გამოსატანად.
თუ რევოლუცია მოხდება, იგი უსისხლო არ იქნება, აუცილებლად მსხვერპლის ფასად დაუჯდება საქართველოს ეს აზვირთება. იქნებ რევოლუციამ იცვალოს კალაპოტი და გაჭრას მაგიური წრე, გააჩნია რა მიმართულება მიეცემა მას. ერთია, რომ ყველა სახის რევოლუციას გააჩნია კეთილშობილი იდეები. ლევ ტოლსტოი პიერ ბეზუხოვის პირით აფასებს ნაპოლეონს რევოლუციაში, სადაც ამბობს, რომ "ნაპოლეონი დიადიაო, იგი რევოლუციაზე მაღლა დადგა, ჩაახშო რა მისი ბოროტეული გამოყენება და შეინარჩუნა ყველა სიკეთე - თანასწორობა მოქალაქეთა, და თავისუფლება სიტყვისა და ბეჭდვისაო, - და მხოლოდ ამისათვის მოიპოვა მან ხელისუფლება".
რა შეიძლება ითქვას სააკაშვილზე ამ მოდელის მიხედვით - ნაპოლეონისგან განსხვავებით რევოლუცია ამაღლდა მასზე თავისი კეთილშობილი იდეებით, ხოლო რევოლუციის ბოროტ განზრახვას სააკაშვილი თავად ატარებს საკუთარი პერსონითა და თავისი გარემოცვით. ამიტომ რევოლუცია გარდაუვალია საქართველოში, თუ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოპოზიციურმა ძალამ არ ჩაახშო აზვირთება ეროვნული აღტკინებისა და აღვირები არ ამოსდეს გაქანებულ და აწყვეტილ რაშებს. სააკაშვილმა რევოლუციური აღტკინება ჩაახშო, მოპარა ხალხს რევოლუცია. საქართველოს ბედისწერაში ჩვენი ბედით თუ უბედობით მაინც კოდირებულია რევოლუცია და ამიტომ დაუბრუნდა ქვეყანა იმ რევოლუციურ ათვლის წერტილს, რომელიც შევარდნაძისმიერმა ტრიუმვირატმა დასტყუა და დასტაცა ხალხს და მერე საიმედოდ გადაუმალა. ამიტომ ვამბობ, რომ თავის გზას გაიკვლევს ისტორიული აუცილებლობა. ლენინი ამბობდა - "რევოლუცია შეიძლება შეაფერხო და არა თავიდან აიცილოო".
ასეცაა ახლაც.
რევოლუციათა შეფასებისა და პროგნოზების დიდოსტატი არც ამჯერად ცდება მთელი ასი წლის შემდეგ. აი, ამ რეალობის წინაშე ვიდექით 2003 წლის ნოემბერში, მაშინ მოახერხეს მაშინდელმა ე.წ. ოპოზიციურმა ძალებმა რევოლუციის შეფერხება. ამ რეალობის წინაშე ვდგავართ დღესაც, ხოლო დიდი მცდელობის მიუხედავად მოახერხებს თუ არა ახლანდელი ოპოზიცია შეაფერხოს რევოლუცია, ამას სულ მალე შევიტყობთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დუელის დღე დანიშნულია!
სეკუნდანტები მოწვეულნი არიან!

3. ბუმერანგის პრინციპი ქართულ
რევოლუციათა იმპროვიზაციაში

რევოლუციის დროს ე.წ. "პაბლაშკები" არ ხდება. ყველა დაპირისპირებული მხარე საკუთარ პრინციპებს და პოზიციებს კბილებით იცავს და მიზნის მისაღწევად ყველაზე რადიკალურ, და იქამდე პროვოკაციულად რადიკალურ მოთხოვნებს აყენებს, რათა მოწინააღმდეგეები წამოაგონ ანკესზე. ჩვენში კი აშკარაა "პაბლაშკები" დაპირისპირებულ მხარეთა შორის, რათა ერთმა უმტკივნეულოდ შეცვალოს მეორე იმისთვის, რომ წინამორბედის გზა ასე თუ ისე განაგრძოს მემკვიდრემ. რევოლუცია კი ყველას ჰპირდება ცხოვრების წესის ძირეულ ცვლილებას, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ამას დაბეჯითებით ვერავინ იტყვის. დღეს ვხედავთ ერთი როგორ იმეორებს მეორის მეთოდებს. მე ამას დავარქმევდი ბუმერანგის პრინციპს - ღამისეული ავტოკოლონა, ქვეყნის პერიფერიებიდან მოსახლეობის მეტროპოლიაში თავმოყრა, არჩევნებით მანიპულაცია, მხილება ერთმანეთისა, ბრბოს არანორმალური ზიზღი მის მიერვე ხელდასმული ხელისუფლების მიმართ.
"ფრანგები ამბობენო, - წერს მ. ჯავახიშვილი თავის 1929-30 წლების უბის წიგნაკში, - გამარჯვების რწმენა ნახევარ გამარჯვებას უდრისო. მე დავამატებ: დამარცხების რწმენა სრულ დამარცხებად უნდა ჩაითვალოსო". სხვა არაფერია, თუ არა დამარცხება, როცა აშკარაა იმედგაცრუება, როცა შენ მასსად ქცეულ ინდივიდუუმებს გხდიან თავ-თავიანთი მიზნების განხორციელების საშუალებად, როდესაც შენ უკვე იკარგები მასსაში და ხდები ბრბო (მართვადი თუ უმართავი, ეს სხვა საკითხია, თუმცა ორივე შემთხვევაში შენი პიროვნული ტრაგედია სახეზეა). შენ გსურს ყველაზე გადამჭრელი ზომებით, თუნდაც სისხლის ფასად ჩამოირეცხო შენი სინდისიდან ეს ხელისუფლება, ამის საშუალებას კი არ გაძლევს სწორედ ის, ვინც დაგიძახა და მოგიწვია. მოსახლეობისთვის სათუო და საეჭვოა ოპოზიციის პირველი მოთხოვნა - გადანიშნული არჩევნების ისევ უკან გადმონიშვნა და ამის საფუძველზე დანარჩენი მოთხოვნების ულტიმატუმით წარდგენა ხელისუფლებისთვის, და ეს მაშინ, როცა მოუწოდებენ მთავრობას კომპრომისისაკენ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ არის გარანტირებული იმაში, რომ გადმონიშნულ არჩევნებში ხელისუფლება ძველებურად "მოწოდების სიმაღლეზე" არ იქნება და არ ჩაეფუშებათ იდეა სააკაშვილის ბანდის კონსტიტუციურად ჩამოცილებისა. და ეს იმ ფონზე, როცა ხმამაღლა აცხადებენ ოპოზიციონერები, თუ წავა მთავრობა კომპრომისებზე, ჩვენც წავალთო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ მოუწევთ უარის თქმა ზოგიერთ სხვა საულტიმატუმო მოთხოვნებზე, რომლის გარეშეც იმ პირველ მოთხოვნას აზრი და ფასი ეკარგება.
დიახ, დაინიშნება არჩევნები აპრილში, და დიახ, ამ არჩევნებში "ბრწყინვალედ" გაიმარჯვებს სააკაშვილი, რადგან აქ კომპრომისი ითამაშებს გადამწყვეტ როლს, ის კომპრომისი, რომელსაც დაათმობინებენ ოპოზიციონერებს. ამით ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ამის წინაშე დგას დღეს ქართული ოპოზიცია, რადგან არ აყენებს ერთადერთ მოთხოვნას სააკაშვილის დაუყონებლივ გადადგომისა.
ვითომ მან არ დაიმსახურა ეს მოთხოვნა?
დაიმსახურა და მერე როგორ! მაგრამ -
ისევ მიხეილ ჯავახისვილის უბის წიგნაკებში ვეძიოთ ახსნა-განმარტება ყოველივე ამისა: "ქართველს იმდენადა ჰყოფნის პოტენცია, რომ წელიწადში ორიოდე ლექსი შეთხზას და დიდი პათოსი ჩაასხას, ან პოლიტიკური სიტყვა სთქვას, წერილი დასწეროს, სადღეგრძელო მოიგონოს - ისევ დიდის აღმაფრენით და აღფრთოვანებით, მაგრამ იმდენი ძალა აღარ აქვს, რომ გროშის საქმე აკეთოს - სისტემატიურად, გამტანლობით და შეუპოვრობით. პათოსი - დაწრეტილი გუბეა, შეუპოვრობა კი - პირსავსე ზღვაა. (და იქვე:) სამშობლოს ღალატი ბუნებრივი და განუყრელი რამ არის ქართველთათვის. და ჩვენი ისტორიაც განუწყვეტილი ჯაჭვია საკუთარი თავის უარყოფის, მუხანათობის" (1927წ. N8)
საბოლოო ჯამში შეიძლება ერთი უტყუარი დასკვნის გამოტანა: ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა გამარჯვებისა, იქამდე ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისინი საბოლოო ჯამში მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ რევოლუცია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. რა თქმა უნდა, საორნოემბრო მანიფესტაცია გრანდიოზული იქნება და პომპეზურიც, მაგრამ მშვიდობიანი და გაწონასწორებული. ხელისუფლება რაც უფრო დააგვიანებს დიალოგს, ან გადამჭრელი ზომების მიღებას, მით უფრო გამწვავდება მოთხოვნები და რუსთველის გამზირი კონფრონტაციათა საბუდარი გახდება როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისათვის. ოპოზიციის დამარცხება გამოიწვევს სახელმწიფო ტერორს როგორც ოპოზიციაზე, ასევე მოსახლეობაზე. ყოველ შემთხვევაში, მთავრობას ისე მოაქვს ჯერ-ჯერობით თავი, თითქოს არაფერი საგანგაშო არ ხდებოდეს.
ყველაფერი ეს გასაოცრად ჰგავს ოთხი წლის წინანდელ ამბებს. მაშინაც ორი ნოემბერი იყო და ახლაც, მაშინაც არჩევნების იმიტაცია იყო და ახლაც, მაშინაც ავტოკორტეჟი იყო ღამით და ახლაც, მაშინაც ოპოზიციამ ჩამოიყვანა თბილისში ხალხი რაიონებიდან და ახლაც, მაშინაც გადაიზარდა საარჩევნო მოთხოვნათა ფარსი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნად და ახლაც (მოვლენები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა). ანალოგიები ბევრი იქნება, რადგან ჯერ კიდევ მიუხედავად ოპოზიციის ფორმალური ერთიანობისა, ისინი მაინც მსოფლმხედველობით ყველანი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და მათი შეერთება დაემგვანება მიხეილ ჯავახიშვილის იგავს - "სპილომ კრუხი გაჭყლიტაო, წიწილები მოაგროვა, ზედ დააჯდა და უთხრა: ნუ გეშინიათ, პატარებო, ეხლა მე გაგიწევთ დედობასო" (1924 წლის N1 უბის წიგნაკიდან).
ყველანი ერთად შეკრიბა ერთმა მიზანმა, სხვამ არაფერმა. ეს მიზანი ასრულდება და ყველა თავის გზას ნახავს, ეს გზა კი ერთმანეთს არ დაემთხვევა. ეს საუკეთესოდ იცის ჩვენმა მტერმა, რომელსაც ზედმიწევნით ვყავართ შესწავლილი. იგი არჩევანშია, რომელი უფრო საშიშია, ან გამოსადეგი - ერთი გულბოროტი მეფე, თუ შვიდი ხევისბერი (ეს ხატოვნად კონსტანტინე (არა კოკო) გამსახურდიას "დიდოსტატიდან").
ამასობაში კი საქართველოში რევოლუციური აღმაფრენა თავის სიმაღლეზე ადის. საკმარისია ფეხი დაუცდეს ამ გზაზე, რომ ხელისუფლებაც და ხალხიც მათ არ აპატიებს ამ შეცდომას - ერთი თავისებურად, მეორე კი თავისებურად. ესეც ისტორიული კანონზომიერებაა. თუ მთავრობამ თავიდან აიცილა რევოლუცია, ის გაათმაგებულად ულმობელი გახდება ყველას მიმართ, თვით საკუთარი თავის მიმართაც. იქნება სადამსჯელო ეგზეკუციები და რეპრესიები. ახლა თუ თითო ოროლა მკვლელობა ხდება, მალე ეს პროცესი მასიურ ხასიათს მიიღებს. ხალხი ჩავარდება კოლაფსში, მასში დაისადგურებს უნდობლობა ოპოზიციის მიმართ და თავისთავად ფარული ზიზღი გაგრძელდება ხელისუფლების მიმართაც. ისინი საკუთარ ტყავზე იწვნევენ თავიანთი გამბედაობის ნაყოფს. წავა ურთიერთბრალდების კორიანტელი. ამით ისარგებლებს მთავრობა და ლაგამს უფრო მეტად ამოსდებს მოსახლეობას. ოპოზიცია შოკირებული იქნება და სანამ ის ამ მდგომარეობიდან გამოვა, ერთიანობა აღარ იქნება, კაცს ვერ ნახავენ თავიანთ გვერდით მდგომს. ყველას შეეშინდება მათ გვერდით დგომა, კეთროვანებივით მოერიდებიან მათ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ზოგადად დამარცხებული რევოლუციების შედეგად საზოგადოებრივი მდგომარეობის გარდაუვალობა, რომელიც არაერთხელ დაუდასტურებია ისტორიას, და კიდეც ამის თქმის უფლებას მაძლევს ქართველი კაცის ბუნება, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობელია ასეთი სიტუაციებისა. აი, ჟან შარდენის ციტატა მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკებიდან ამოკითხული: "ქართველებს დიდი ბუნებრივი ჭკუა აქვთ. მათგან შეიძლება დიდი მოღვაწენი გამოსულიყვნენ, მათთვის მეცნიერება და ხელოვნება რომ ესწავლებინათ, მაგრამ... თითქმის ყველა თაღლითები, უსაქმურები, უმადურები და ამპარტავნები არიან" (1935წ. N2).
ყველანი ამბობენ, რომ კონსტიტუციური გზა, კონსტიტუცია არ დავარღვიოთ და მსგავსი რამ. ვითომ რაა კონსტიტუცია, თუ არა სახელმწიფოებრივი სატყუარა, რომელიც შეიძლება ასეც გადაწერო და ისეც, ან საერთოდ გადაახიო თავზე მის დამწერ-გადამწერს. ვითომ ცოტა შემთხვევაა კონსტიტუციათა აშკარა უგულებელყოფის, არათუ ჩვენთან მხოლოდ, თვით დემოკრატიის მედროშე ქვეყნებშიც კი, ანუ სახელმწიფოებრივი ღალატი საკუთარივე პრინციპების. კონსტიტუცია მოლაყბეთა ერთგვარი ფარია სამართლიანობის ნიღბის ასაფარებლად. ამ წიგნში თუ წაგიკითხავენ შენს საწინააღმდეგოს, პასუხად შენც შეგიძლია წაუკითხო შენს მოწინააღმდეგეს იქვე იმავე წიგნიდან მათივე საწინააღმდეგო დებულებები. საკონსტიტუციო დუელში ყოველთვის რჩება გამარჯვება კონსტიტუციის გადამწერს. ამის იქით ან ომია, ან რევოლუცია, ან სამოქალაქო შერიგება, ან კიდევ ამათზე უფრო უარესი: ეს არის და ეს კონსტიტუციის მოხმობა, არც მეტი და არც ნაკლები.
და კიდევ ერთი და აუცილებელი საკითხი - მე მაღელვებს იმათი ბედი, ვინც დღეს გულწრფელად და ალალად ერთგულობს სააკაშვილს და მის ხელისუფლებას (ან უამისოდ). რას უქადდის მათ რევულუცია, თუ მან გაიმარჯვა? იმ პატრიოტებზე მაქვს საუბარი, სააკაშვილმა რომ ბუჩქისტებად აქცია. აუცილებლად იქნება ყვედრება, გულაცრუება, ერთმანეთის მიმართ კოჭებში ყურება, თუ როდის და რა წარმატებით დამარცხდება ახალი მთავრობა. მე იმ უბრალო ადამიანების ფსიქოლოგიური კატაკლიზმები და გარდატეხათა ტკივილიანი მრუდე გზები მაწუხებს, ვინც რაიმე გამორჩენის გამო კი არ ერთგულობს სააკაშვილს, არამედ იდეისთვის და იმედისთვის, - პენსიონერების, რეზერვისტების, ახალგაზრდული ორგანიზაციების და სხვათა და სხვათა; მე არაფერს ვამბობ პარტიულ და სამთავრობო ფუნქციონერებზე.
მე მაწუხებს სააკაშვილის შვილების ფსიქიკის შერყევა, როგორი გაიზრდებიან ისინი ახალ საზოგადოებაში და რა ადგილი ექნება ყველა ამ ხალხს ცხოვრებაში. ამის შესახებ ოპოზიციონერები არაფერს ამბობენ, არადა ესენიც ისეთივე ქართველები არიან, როგორც მათი მომხრეები, მათგან უმეტესს ისევე უყვარს სამშობლო, როგორც მთავრობის სასახლის წინ გამომსვლელ ნებისმიერ ორატორს და შეიძლება ზოგიერთებზე უფრო მეტადაც კი. ისინი გზააბნეულნი არიან ამ პარანოიული ხელისუფლებისაგან. მათ სრული უფლება აქვთ ყოველგვარი დაყვედრების გარეშე იცხოვრონ და იღვაწონ თავიანთ სამშობლოში. რევოლუციამ არ უნდა შექმნას მათში დამარცხების კომპლექსი, როგორც ეს ზვიადისტებს დამართა. ცხოვრება და კარიერა მათთვის არ უნდა დამთავრდეს იმით, რომ ისინი ოდესღაც პატრიოტთა ბანაკებში ისვენებდნენ, რეზერვისტებში იყვნენ, მთავრობისგან ვაუჩერები აიღეს, იყვნენ სააკაშვილის პარტიის წევრები და პატიოსნად მოვიდნენ აქამდე ისე, რომ ჭიანჭველაც კი არ გაუსრესიათ. როდესაც საზოგადოების ამ ფენაზე ვფიქრობ, ძალუმად მახსენდება ერნესტ ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა", სადაც საუბარია მორჩილებაზე - "იგი (მოხუცი სანტიაგო, - მ.კ.) ძალზედ გულუბრყვილო იყო, რათა ჩაფიქრებულიყო მასზე, თუ როდის შესახლდა მასში მორჩილება. მაგრამ მან იცოდა, რომ მორჩილება მასში შემოვიდა ისე, რომ ამასთან ერთად არ მოუტანია მისთვის სირცხვილი, არც ადამიანური ღირსების დაკარგვა~.
ამაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ რევოლუციაზე დავიწყებთ ფიქრს და ოცნებას.

4. წყალბრუნვის სასტიკი ქრონიკები
და მაინც, ეს რევოლუციური წყალბრუნვა დაიწყო სკანდალით:
პოლიტიკაში დაბრუნდა ერთ დროს სააკაშვილის მარჯვენა ხელი და ყველა შავი საქმის აღმსრულებელი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რამდენიმე ხანია ჩამოცილებული იყო აქტიურ პოლიტიკას. სწორედ რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება იყო სკანდალური, რადგან ყოფილი გენ-პროკურორი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი გადაბარგდა ოპოზიციურ ბანაკში. ესეც არ კმაროდა და მან პირი დააღო, დააღო და მერე როგორ... ვულკანის ლავასავით ამოფრქვა ამ ხელისუფლების შავ-ბნელი საქმეები. მართალია, რაც ოქრუაშვილმა ბრალდებად წაუყენა ხელისუფლებას, ასე თუ ისე ვარაუდებითა და მიხვედრებით ცნობილი იყო ხალხისთვის, ან სულაც ასეთი დამოკიდებულება არსებობდა - ეს მთავრობა ხომ ყველაფერზე წამსვლელიაო; ამდენად ოქრუაშვილისაგან ანალოგიურის მოსმენა მიღებულ იქნა, როგორც პირდაპირი მტკიცებულება. საამისოდ ხელისუფლება საგანგებოდ ემზადებოდა - აპატიმრებს ოქრუაშვილის მეგობრებსა და თანამზრახველებს გაფლანგვისა და მსგავსთა მისთა ბრალდებებით და ითხოვდნენ მათგან მხილებას ოქრუაშვილისას. ამის შემდეგ მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება - ოქრუაშვილი გამოდის ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ხელისუფლების მხილებით. ეს უკანასკნელი მეორესავე ღამეს აპატიმრებს ნამინისტრალ-ნაპროკურორალს. აი, მესამე დღიდან უკვე ოპოზიცია იღებს სიტუაციის მართვის სადავეებს ხელში. იმართება საპროტესტო აქციები და მანიფესტაციები, რომელიც პერმანენტულ ხასიათს იღებს. ოპოზიციის მოთავეები ერთიანდებიან სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ოქრუაშვილს წარმოსახავენ როგორც გმირსა და თავდადებულს. აუცილებლობისათვის უნდა ითქვას, რომ ოქრუაშვილის გმირის რანგში აღზევება აწყობდა როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას. ერთისთვის იგი საბოლოო ჯამში გახდებოდა მსხვერპლი, მეორესათვის კი გმირისა და მსხვერპლის ყალბი სახე, რომელიც საბოლოო ჯამში როგორც ბომბი, არასანდო გახდებოდა თვით ოპოზიციისათვის შელახული რეპუტაციით (და ეს უკვე მერამდენედ). ოქრუაშვილმა გააკეთა ტელეაღიარება დაპატიმრებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში. ამას ახალი მღელვარების ტალღა მოჰყვა, მაგრამ ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ოქრუაშვილი საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოაცილეს პოლიტიკას ნდობის ფაქტორის გამო, მისგან გაბზარული თუ გატეხილი გმირის იდეალის გამო. ასეა თუ ისე, პოლიტიკური ვნებათაღელვა ოქრუაშვილის "ჩამოწერით" არ დამცხრალა. ბევრს აღარ გავაგრძელებ ოქრუაშვილზე მსჯელობით, ერთს კი ვიტყვი: მან სავსებით დაიმსახურა ის, რაც მის თავს გადახდა, რადგან იყო დრო, როცა თავადაც ასევე ანალოგიური შეთითხნილი, ან დაუსაბუთებელი ბრალდებებით ახდენდა ტელედაპატიმრებებს. მას ბუმერანგივით შემოუტრიალდა მის მიერვე შექმნილი სადამსჯელო მანქანა. ანალოგია შეიძლება მოვიტანოთ იაგოდა, ეჟოვსა და ბერიასთან. ისინიც ანალოგიურად დასაჯა თავიანთმავე შექმნილმა, ნასათუთევმა და ნალოლიავებმა მექანიზმმა, არათუ მატერიალურად ხილვადმა საგანმა, არამედ აბსტრაქციამ ეფემერული იდეის განსახორციელებლად, ერთის განსხვავებით - სტალინის შინსახკომები განადგურდნენ ფიზიკურად, სააკაშვილის რკინის მინისტრ-პროკურორი კი მორალურად და სულიერად.
"ერთი ქართველის თავი უნდა მოეკვეთნათ. უკანასკნელი სათხოვარი ჰკითხეს. მოითხოვა წვერის გაპარსვა, აბანო, საცვალი, ყალიონი. უკანასკნელ სათქმელს მერე ვიტყვიო. ბოლოს იგი სთქვა: "საქართველოს გაუმარჯოს" და თავი ჯალათს გაუშვირა" (მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკებიდან 1924წ. N1, შედარებისა და კონტრასტის ჯავახიშვილისეული თვალსაწიერიდან დასანახად, რათა შევიგრძნოთ სრულმომცველობით ოქრუაშვილის როლის იანუსური სახე, გთავაზობთ 1926-27წწ. N7 უბის წიგნაკის ჩანაწერს მიხეილ ჯავახიშვილისას:
"შაჰ აბასის ჯალათი დაიჭირეს კახელებმა. ქართველების დახოცვას აბრალებენ.
- მე ბრძანება შევასრულე.
- მეც ბრძანებას ვასრულებ, - უპასუხებს ქართველი ჯალათი, რომელსაც პირველმა ძმა მოუკლა.
- მე მოვალეობა (სამსახური) შევასრულე.
- მეც ვასრულებ!
თავი მოჰკვეთეს, სპარსმა ქართველისა ვერა გაიგო რა."
ოქრუაშვილი იყო როგორც დამსჯელი, ასევე დასჯილი, - დასჯილი სამართლიანადაც და ალბათ უსამართლოდაც (ამით ამოვწუროთ ოქრუაშვილის თემა, რადგან რაც მის თავზე მოხდება ამას იქით, ეს უკვე უბრალო სტატისტიკაა და მეტი არაფერი, - მ.კ.).
შემოდგომაა ახლაც (მაშინ, როცა ეს სტატია იწერება) და შემოდგომა იყო მაშინაც, როცა ეს მოხდა: კახელმა გლეხმა ვენახი აჩეხა, ეს იყო და ეს. ეს არც შარშან მომხდარა და არც იმის წინ, არც შორეულ წარსულში, იგი წლეულს მოხდა. მოხდა მწვავე პოლიტიკურ ფონზე. ეს საპროტესტო აქტი განხორციელდა ტელეტრანსლაციით და პოლიტიკური განცხადებით. ეს მაშინ, როცა მთავრობა გაიძახის, რომ წლევანდელ წელს რთველი წარმატებულად დამთავრდაო, და მაინც ქართულ ღვინოზე რუსული გამძაფრებული ემბარგოს ფონზე. ლეიტმოტივი ვაზის აჩეხვისა იყო ის, რომ "აი, როგორ გვეპყრობა მთავრობა, რომ იძულებული გავხდით პროტესტის უკიდურესი ზომებისთვის მიგვემართაო". შესაბამისად, მთავრობის მხრიდან პასუხად რისხვის ნიაღვარი დაატყდა ტელეკომპანია "იმედს" და მის შემოქმედებით ჯგუფს, ესაო-და გლეხს ფული გადაუხადეს, რათა მას ვენახი აეჩეხა და მათ ექსლუზიური უფლებით გაეშუქებინათ ეს ამბავი და აეტეხათ საქვეყნო განგაში. დაპატიმრებით დაემუქრნენ როგორც გლეხს, ასევე ტელეკომპანია "იმედის" ტელეჟურნალისტს. მუქარა მუქარად დარჩა, მაგრამ წადილი? ამ ინციდენტში, რა თქმა უნდა, დამნაშავეა მთავრობა, მაგრამ დამნაშავეა გლეხიც. მთავრობამ მისცა გლეხს საბაბი იმისთვის, რომ პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმისთვის მიემართა. მან სოფლის მეურნეობის დარგშიც, ისევე როგორც საზოგადოებრივი ყოფის სხვადასხვა სფეროებში, სრული უნიათობა, უჭკუობა და მოღალატეობა გამოავლინა. ამის შესახებ უკვე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. სამაგიეროდ მართალი არ არის ის გლეხიც, რადგან ყოვლად გაუმართლებელია კახელი გლეხიკაცის ასეთი საქციელი. ტიციან ტაბიძე აღფრთოვანებით ამბობდა -
"ნეტა სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი"-ო.
სააკაშვილის უგვანო პერსონის გამო არ უნდა დადებოდა ამ ზვარებს ბოლო!
კარგი, ბატონო, იმდენად ხეპრეა ეს მთავრობა, რომ მოსავალს არ იბარებს, ან იბარებს გლეხისთვის კაბალურ ფასად. შენც, გლეხმა, ადექი და საერთოდ არ ჩააბარო მთავრობას ყურძენი, ჩაუშალე მას რთველის სიამოვნება, მაგრამ მას მეტი გამჭრიახობა არა აქვს, გლეხია და მიტომ. შენ თვითონ განკარგე შენივე მოსავალი. განა ქარხნებისა და ფაბრიკების გაჩენამდე გლეხი მოსავალს არ იღებდა? რაც თავადებთან მიჰქონდათ, არანაკლები რჩებოდა თავადაც. არც თავადი ელოდა ჩამბარებლებს და არც გლეხი ზრუნავდა ხელი იოლად და იაფად დაეცალა. ეს ერთგვარი სიზარმაცეა იმიტომ, რომ მოსავალს, რაგინდ ბევრი არ უნდა იყოს, დაბინავება სჭირდება და არა ვენახის აჭრა. მე ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებ ტ/კ "იმედის" პიარ-აქციას, რადგან ამ ტელევიზიის გარდა სხვა ტელე და რადიოკომპანიები აშუქებდნენ ამ ამბავს, - და როგორც ეს ამ გლეხმა შემდეგ და შემდეგ თქვა, თავად მოიწვია მასმედიის წარმომადგენლები, რათა გახმაურებულიყო ეს პროტესტი.
ამ გლეხშია პრობლემა და არა ჟურნალისტებში!
მთავრობა კი იმდენადაა ნარცისივით თვითკმაყოფილი და თავიყვარია, რომ ყველაფერ ამას სირაქლემას თვალსაწიერიდან უმზერს. თავისთავად, იგი დამნაშავეს ეძებს ამ "პროვოკაციისას", იოლად პოულობს:
"- ვინ გადაიღო და გააშუქა ეს ამბავი?
- ტელეკომპანია "იმედმა"!
ახლა კომიქსი, თუ როგორ იპოვა მთავრობამ "შეთქმულები" და გამოააშკარავა ისინი:
- "იმედო" ვისი ხარ?
- ბადრისი.
- ბადრი რა კაცია?
- ბადრი ის კაცია, ფულებს თლის, ბანკში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებს."
ეს ხუმრობით, მაგრამ სწორედ ამ პრინციპით იქნა ნაპოვნი "განტევების ვაცი". ხელსაყრელიც გამოდგა, რადგან პოლიტიკურ ოპონენტებს მისმა და მხოლოდ მისმა ტელევიზიამ გაუღო ფართოდ კარი. ოქრუაშვილის ინციდენტთან მიმართებაშიც გასვარეს ბადრი პატარკაციშვილი, რადგან მხოლოდ ტ/კ "იმედის" ტელეეკრანებიდან ამხილა ოქრუაშვილმა სააკაშვილი რიგ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებში. ფულიც თურმე პატარკაციშვილს გადაუხდია იმ გლეხისთვის. სწორედ ეს ინციდენტი გახდა მთავრობისთვის ის საკვანძო ხრტილად, რამაც წარმოსახვაში თავისი მტრები ერთად თავმოყრილი დაინახა - ტელევიზია, გლეხი, პატარკაციშვილი. ამას უნდა დამატებოდა კიდევ ერთი ცხელი წერტილი პოლიტიკურ რეალობაში წარმოქმნილი - ირაკლი ოქრუაშვილი.
"კავშირი გულთა შორის", - გალაკტიონის სიტყვებით დააკავშირებდა გონიერი კაცი, მაგრამ სამჭკუაშვილთა მთავრობამ პატარკაციშვილი ამოიღო მიზანში ამ "კავშირის" ღერძად: გლეხს უხდის ფულს პატარკაციშვილი, ოქრუაშვილის მეშვეობით პატარკაციშვილი აწყობს შეთქმულებებს. აი, ბუნტიო, - თქვა საქართველოში უმცირესმა უმრავლესობამ. ტელევიზიას და პატარკაციშვილს ცალკე შევეხები, ახლა გლეხის ფსიქიკას დავაკვირდეთ. მიხეილ ჯავახიშვილმა გაცილებით უფრო დახვეწილად, უფრო ტრაგიკულად და გულის შემძვრელად დახატა განსხვავებულ სიტუაციაში სწორედ ასეთი გლეხის პორტრეტი:
"ერთმა გლეხმა ძვირფასი არქეოლოგიური განძი იპოვა და მთავრობას მიართვა. ჯილდოდ 10 000 მანეთი მისცეს. იანგარიშა, გავკეთდიო, მაგრამ საქონელი რომ ეყიდა და ბაღ-ვენახი გაეშენებინა, კულაკად გადაიქცეოდა და ახალსაც წაართმევდნენ და ძველსაც ზედ მიაყოლებდნენ. სხვაფრივ რომ ვეღარ გამოიყენა, ქეიფს მიჰყო ხელი. გალოთდა, ეს ფულიც დახარჯა და ოჯახიც გაანიავა" (უბის წიგნაკებიდან 1930-31წწ.).
კოლექტივიზაციის ეპოქაში ეს გლეხი სწორედ ისე მოიქცეოდა, როგორც ჯავახიშვილს აქვს აღწერილი, ხოლო ის ჯავახიშვილისეული გლეხი ამ სიტუაციაში სწორედ რომ ვენახს გაჩეხავდა - ვენახს - დედა ღვთისმშობლის განსახიერებას ("შენ ხარ ვენახიო", - ვუგალობთ მარადი ქალწულ დედა მარიამს); ვენახს - წმიდა ნინოს - მოციქულთა სწორის ნაწნავებით შეკრულ ჯვარს, სხვა უკეთესს იგი ვერ გააკეთებდა, რადგან გლეხში მომსპარია მშრომელის, მომმუშაკებლის საღვთო მისია.
მე როცა გლეხი ვარ და ვიცი ჭარბი პროდუქტი მომდის, ამ მთავრობის შემხედვარე არ ვიქნები არასოდეს და არაფერში. არც გრანტი მინდა მისი, არც სესხი. თავად გავუძღვები მეურნეობას, ღმერთი საშველს გამიჩენს.
აი, ეს რწმენა არ იყო ამ გლეხში, მას ურჩევნია ვაზი აჩეხოს იმის გამო, რომ არ იბარებენ მის ყურძენს ფაბრიკა-ქარხნები საერთოდ, ან იმ ფასად, რადაც იგი მას უღირს, ვიდრე ზედმეტად გაისარჯოს და ერთი მარანი თუ აქვს, სამი და ოთხი ზედ მიამატოს, უკეთეს შემთხვევაში ყურძნის წვენი გაიტანოს ბაზარზე, ან ღვინითა და არყით მოამარაგოს მყიდველები და ამით მეტი შემოსავალი მიიღოს. იოლად გადადის ყველაფერი, როცა ფაბრიკა-ქარხნები იბარებენ ყურძენს - ხელის დაცლა გამოდის. სწორედ ასე დაიცალა ხელი ჯავახიშვილის გლეხმა 10 000 მანეთისგან გაკულაკების შიშით, ამ შემთხვევაში კი ზედმეტი შრომის გაწევის შიშით. იქაც და აქაც შიშია ზედმეტი შრომის, ვაი თუ წამერთვასო. იმ და ამ გლეხების ფიქრი მეტად ვერ ჭრის გონიერ სიღრმეებს. ამიტომ უნდა იშრომოს მან და მიიღოს მცირედი, სამაგიეროდ ისარგებლოს სხვამ უშრომელად, ვისაც ხელში ჩაუვარდება ეს განძი კაპიკებში და კაპიკებს დოლარებად აქცევს, მერე კი ჩვენ ვღიზიანდებით რატომა აქვს ამ კაცს ამდენი ფულიო, როცა არ შრომობს და ოფლსაც არ ღვრის, ზის კაბინეტში კომპიუტერთან მობილურით ხელში და ითვლის და ითვლის თავის ახალ-ახალ მოგებებსო. შენ კი, ვისაც ტყავი გაგძვრა შრომისგან (ისევ ჯავახიშვილს დავესესხები) "შიმშილისგან ყელში ხავსი ამოგივიდა", მოდიხარ მერე და გაბოროტებული ვენახს აჩეხავ. ნამდვილად საგანგაშო ამბავია, ღმერთმანი.
პოლიტიკური ოპოზიცია კი ამას სოლიდარობას უცხადებს, რათა სათქმელი ექნეს - "ქვედაფენებს (ხალხს) აღარ შეუძლიათ და აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება. ამიტომ კი იცი, რაც უნდა ჰქნაო..."
ასეც მოხდა. პოლიტიკოსებმა (ყველას ვგულისხმობ ამ სიტყვაში) გლეხის ეს ტრაგედია სიტყვის მასალად გამოიყენეს. ერთმა - ისე, როგორც მას აწყობდა (ანუ პატარკაციშვილმა ფული გადაუხადა გლეხს ვენახის აჩეხვაშიო), მეორემაც - ისევ ისე, როგორც ეს მას აწყობდა (ანუ ხალხისთვის რომ ეთქვა - "შეხედეთ, ხალხო, თქვენს თავს, რას დაგამგვანათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმაო"). გლეხის პრობლემის რეალურ არსზე სამწუხაროდ არავინ დაფიქრებულა. გლეხმა უნდა შეიცვალოს მენტალიტეტი და არა მთავრობა. გლეხი გიორგი ბრწყინვალის დროსაც გლეხი იყო და ავ-გიორგის დროსაც. იგი ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა, იცოდა რა უნდა ეკეთებინა, და მიტომ. ვენახს მხოლოდ შაჰ-აბასელი სარკინოზები ჩეხავდნენ და არა ქართველ მეფეზე, ან თავადზე გადამტერებული გლეხები.
"არჩილ ჯორჯაძე მართალიაო, - წერდა მ. ჯავახიშვილი 1926 წლის N6 უბის წიგნაკში, - ოპტიმიზმით უნდა გაიჟღინთოს მთელი საქართველო. მაგრამ... ოპტიმიზმიც ნარკოზია, დაილევა, გაჰქრება".
მართლაც იყო ნარკოტიკივით მათრობელი ოპტიმიზმი, ამიტომ ვერ შევიცანით "რევოლუციური ტრიუმვირატი". ახლა გაქრა და დაილია იგი. ერთი დაასკვნის, ან თუნდაც აღმოჩენის წინაშე დავდექი, რასაც ძველებური ცხოვრების ფურმულა ჰქვია: "ხალხს არასოდეს არ სურს ძველებურად ცხოვრება იმის მიუხედავად, შეუძლიათ მათ თუ არა ძველებურად ცხოვრება. მაგრამ ხალხი ყოველთვის მიილტვის ძველებურად ცხოვრების მოჩვენებითი იდილიისაკენ, რადგან არ შეუძლიათ ახლებურად ცხოვრება იმის მიუხედავად შეუძლიათ თუ არა მათ ახლებურად ცხოვრება". ეს არის ცხოვრების კანონი, რომელიც დამანახა იმ გარემოებამ და გარემომ, რასაც ვხედავ. სწორედ ეს ფორმულები ერთმანეთთან შეუკავშირებლად და ერთიანი ჰიბრიდის მიუღებლად მოგვცა მიხეილ ჯავახიშვილმა 1935 წლის N10 უბის წიგნაკში, სადაც მოცემულია დიალოგი:
"- როგორა ხარ?
- უარესად, ვიდრე გუშინ, მაგრამ უკეთესად, ვიდრე ხვალ. შენ როგორა ხარ?
- უკეთესად, ვიდრე გუშინ, და უარესად, ვიდრე ხვალ".
თუმცაღა აქ არ არის ფორმულირებული სურვილისა და შესაძლებლობის ბალანსი როგორ არის გადანაწილებული და ეს ალბათ სპეციალურად იქნა უგულებელყოფილი საშიში დროის გამო.
ახლა ორიოდ სიტყვით მსურს შევაჩერო ყურადღება თვინიერ და კრიტიკულ მასსაზე, იმ გლეხის კრებით სახეზე, რომელმაც ვენახი აჩეხა და იმაზე, ვინც დაუწუნა ეს საქციელი. აქ საუბარი არ მექნება ინდივიდებზე, აქ ყურადღების ცენტრში მეყოლება გაბევრებული სახე ერთი კაცისა და ამ გაბევრებაში ის ერთი კაცი რა თვისებებს იძენს და რას კარგავს კრიტიკულ სიტუაციებში.
ამ საკითხებზე მსჯელობა გაგვიადვილდება, თუ დავაკვირდებით ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - როდის ხდება ინდივიდი მასსის ნაწილი და აქედან გამომდინარე - უკვე შემდგარი მასსა ბრბოა, თუ ზოგადად ინდივიდთა მასიური თავყრილობა, ანუ ხალხის კრებული, თუ ამათ შორის შუალედი, ანუ რჩება მასსად, რაოდენობრივად ჭარბ თუ ნაკლულ საზოგადოების ნაწილად. ინდივიდი სწორედ მაშინ ხდება მასსის ნაწილი, როდესაც იგი გამოხატავს თავის ნებას ჩაერთოს მასიურ თავყრილობებში მხოლოდ მას შემდეგ, რაც რომელიღაც დომინირებული პოზიცია მისთვის მისაღები გახდება, ანუ "იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო", - გასაგებად რომ ვთქვათ. ინდივიდი ყოველთვის ელოდება სხვის "ყვირილს", თვითონ არ არის ამ `ყვირილის~ მოთავე, პირიქით, იგი ყოველმხრივ ცდილობს გააჭიანუროს და გადადოს შორეული პერსპექტივებისათვის ეს "ყვირილი". მაგრამ როდესაც გარდაუვლად მოახლოებულია ეს პროცესი და ვიღაც უკვე ყვირის, იგი ბუნებრივია ხდება ამ ყვირილის გამაძლიერებელი. არა აქვს მნიშვნელობა ეს ინდივიდი მასსას შეუერთდება თუ არა. იგი მაინც იმ თავშეყრილთა ნაწილად რჩება ქვეშეცნეულად, რადგან ისიც პოტენციურად მასსის თვისების მატარებელია ყოველი თვისებით. შენ რჩები ინდივიდუუმის სახედ მანამ, სანამ მოსაზრებით ხარ პერსონიფიცერებული, საკმარისია ეს მოსაზრება რაღაც ნაწილში მაინც შეუერთდეს მასსას, უკვე მთლიანად გაიზიარებ მის მთელ ხვედრს. თავდაპირველად გსურს ინდივიდუალური სახე შეინარჩუნო სრულად, მაგრამ ძალაუნებურად მრავალთა ნება შთანთქავს შენს განკერძოებას, - მითუმეტეს მაშინ, თუ შენი და მასსის ნება თანხვედრილია. მაშინ შენც ისევე იქცევი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და ხდები ერთიანი ორგანიზმის ნაწილი.
შესადარებლად მოვიტან მაგალითს: მიდიხარ სტუმრად, ხვდები ხალხმრავლობაში, მაგრამ ეს არ არის მასსა. იქ შენეული ქმედება გაქვს, სხვას სხვა. აქ პერსონიფიცირების ბალანსი დაცულია. მაგრამ ხარ სტადიონზე, შენი მღელვარება და აზარტი თავისთავად პირდაპირპროპორციულია იქ თავმოყრილი სხვა ხალხისა, როცა ყვირიან ისინი, ყვირი შენც, როცა წყნარად ხარ შენ, წყნარად არიან ისიც, როცა იძაბებიან ისინი, იძაბები შენც. ე.ი. უმეტესწილად შენი და მასსის ქმედებები ერთნაირია. განსხვავება მხოლოდ წვრილმანებშია - შეიძლება ვიღაც მზესუმზირას ჭამდეს, შენ თამბაქოს ეწეოდე, კიდევ ვიღაც ტაშს უკრავდეს და ა.შ. ანუ ხდება ინდივიდის შესხეულება მასსასთან.
ასევეა მიტინგებზეც.
კიდევ ერთი თვისება ინდივიდისა მასსაში - შეიძლება პერსონიფიცირების რაღაც ქმედება არ განახორციელო, რაც შენს მრწამსთან შეუთავსებელია, მაგ. კაცის გალახვა, შეგინება, ყვირილი და სხვ., ხოლო მასსასთან შესხეულებისას შენთვის ეთიკის ნორმების დარღვევა ჩვეულებრივი რამ არის, რადგან ასეთ დროს შენ არა ხარ ინდივიდი. თუ სხვა იგინება, ძალაუნებურად შენც იგინები, თუ სხვა სტვენს, შენც სტვენ, თუ სხვა ურტყამს, შენც ურტყამ.
არის კიდევ ასეთი რამ, ინდივიდის ექსცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ მასსის ზოგადი ქმედებიდან ეგზალტირებული ამოვარდე ზოგადი განწყობისაგან და სრულიად გაუთვალისწინებელი რამ ჩაიდინო, მაშინ, როცა ამას არავინ სჩადის, მაგრამ მასსიური აგრესიის ენერგია გადმოდის შენში და მაგალითს აძლევ სხვებს უმაგალითო საქმეთა ჩასადენად. ამ დროს შენს საქციელს ვერ აკონტროლებ და პასუხსაც ვერ აგებ ნამოქმედარზე, მაშინ, როცა პერსონიფიცირებული ინდივიდი შესაბამის ქმედებას არასოდეს ჩაიდენ. მასსას სჭირდება გონივრული მართვა, აქტიურია იგი თუ პასიური თავის მონაწილეობაში, ე.ი. შეიძლება აქციაში მიიღო მონაწილეობა ისე, რომ შენთვის იყო წყნარად და ხმაც არ ამოიღო, და შეიძლება შენი ემოციით ზეგავლენა მოახდინო გვერდით მყოფებზე და ადვილად აიყოლიო მათი სკანდირება იქნება ეს, თუ სხვა რამ დასაშვები, თუნდაც დაუშვებელი ხერხები. მასსას მოწყვეტილი კი ისევ იბრუნებ ინდივიდუალურ სახეს, მაგრამ შეიძლება ემოციურად გაგყვეს მასსის აღტკინება.
რაც ზემოთ აღვნიშნე, ეს თვისებები შეიძლება ატაროს როგორც კრიტიკულმა, ასევე თვინიერმა მასსამ. კრიტიკული მასსა თავის თავში ატარებს პროტესტს და აგრესიის რაღაც დოზას მოწინააღმდეგე მხარის მიმართ. ხოლო თვინიერი მასსა იმთავითვე ინდიფერენტულია სიტუაციის მიმართ მანამ, სანამ მათი გამოყენების საჭიროება არ დადგება. აი, მაშინ ხდება თვინიერი მასსა მხოლოდ აგრესიული (და არა კრიტიკული) და იგი ხდება საშიშ ძალად, რომელიც ყოველ წუთში შეიძლება გახდეს უმართავი.
"ბერწი ძროხა მაკეზე მუდამ უფრო ანჩხლია და მრჩოლავიო", - წერდა მ. ჯავახიშვილი 1927 წლის N8 უბის წიგნაკში.
რატომ შეიძლება ვუწოდოთ ბერწი თვინიერ მასსას?
იმიტომ, რომ მისი ინდიფერენტული ბუნება არაა სხვაზე გადამდები თვისება, იგი თავის მრწამსში ვერ განიცდის მატებას განსხვავებით კრიტიკული მასსისაგან, რომელსაც ძალა შესწევს თავისი რადიკალიზმით მოიცვას ადამიანთა ფართო წრე მსოფლმხედველობის, წარმომავლობის, სქესის, აღმსარებლობის და სხვა კომპონენტების მიუხედავად. თვინიერ მასსას არ სჭირდება დევიზი - "იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო". მასში ბუნებითი მოთხოვნილებაა ყვირილის, რათა დაშლა და რღვევა არ განიცადოს მისმა ყოფამ (კმაყოფილმა თუ უკმაყოფილომ, სულ ერთია), რადგან თავის ყოფას ის შეჩვეულია და აგრესიულადაა განწყობილი ყოველგვარ ძვრებსა და ცვლილებებზე, მისდა სასიკეთოზეც კი, იგი ბუნებით კონსერვატორია, და მიტომ. მისთვის სულ ერთია სურს თუ არა, ან შეუძლია თუ არა ძველებურად ცხოვრება, მისთვის მთავარია უზრუნველყოფილი აწმყო არსებული რეალობით. სწორედ ამათზე იტყვიან - შეშინებულმა თხამ მგელი შეჭამაო.
და მაინც, ვინ იყო მისული საორნოემბრო მანიფესტაციაზე თბილისში მთავრობის სასახლესთან - ბრბო, მასსა თუ ხალხი?
ცალსახად რომ ვთქვა, მანიფესტაციაზე ბრბო იყო მისულიო, არ ვიქნები მართალი ასიათასიან საზოგადოებასთან, ხალხი იყო მისულიო; რომ ვთქვა, საკუთარ თავთან არ ვიქნები მართალი; ხოლო მასსა იყო მისულიო, ასე რომ ვთქვა, ჩემი ერის წინაშე არ ვიქნები მართალი.
ჭრელი იყო საზოგადოება, ეს შემდეგ და შემდეგ შეთხელებული პროტესტანტების რიგებმა დაამოწმა. იყო ბრბოც, რომელიც აშკარად სეირის საყურებლად იყო მისული და უფრო მეტად სიამოვნებდათ იმ პროცესში მონაწილეობა. მასსის ეს განშტოება ელოდა მოთხოვნათა რადიკალიზაციას, რათა შემდეგ მომხდარიყო სიტუაციის დაძაბვა. ამით არ უნდა გამხდარიყო მოსაწყენი სანახაობა. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდებოდა თუ შემოდგომაზე, მათთვის მთავარი იყო ყველაფერი მომხდარიყო მომენტალურად. ზოგიერთი ვერც აცნობიერებდა, თუ არჩევნების გადატანა-გადმოტანისათვის იყვნენ მისულები თუ სააკაშვილის კაბინეტიდან გამოტანისთვის. მნიშვნელობაც არ ესმოდათ ყოველივესი. მთავარი იყო თეატრალიზება პროცესის, რათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მათაც ეთამაშნათ. ოპოზიციამ კი შესთავაზა მათ სხვანაირი თამაშის წესები, რამაც დააფრთხო ბრბო, ერთის სიტყვით იმედები გაუცრუვდა უმეტესობას და ერთხანს პასიურ მონაწილეებად იქცნენ მანიფესტაციისა, შემდეგ კი საერთოდ დაიშალნენ. მეორე დღიდან მომიტინგეებს ჩამოსცილდა ბრბო. ყველაფერი ეს ძალიან კარგად ესმოდა ხელისუფლებას და ამიტომ იყვნენ ასე "არხეინები" და დღემდე განაგრძობენ "არხეინობას".
"შენს გულს ლაგამი ამოსდე და თავი მაგრად დაუჭირე. თავგამწევია და ნუ მიუშვებ, თორემ ხრამში გადაგაგდებს. დინჯად ატარე და თუ გარემოებამ მოითხოვოს, ისე მოსწიე, რომ დაიჩოქოს და თავი ვეღარ ასწიოს..." (მ. ჯავახიშვილი. უბის წიგნაკებიდან 1935წ. N10), სწორედ რომ გულს მოდებული ლაგამი გაექცა ბრბოს და გადაიჩეხა კიდეც. მთავრობამ კარგად იცოდა, რომ ასიათასიან ხალხში სხვადასხვა იქნებოდა ხარისხი და ენთუზიაზმი იდეისადმი თავგანწირვისა. ამიტომ, თავისი მოჩვენებითი სიმშვიდით ზემოქმედება იქონია პირველყოვლისა ბრბოზე, რომელსაც დაანახა თავისი "უძლეველობა" სიტუაციისადმი ინდიფერენტული განწყობით. მიჰყვა ბრბოს გული ჯერ ერთს, იქ რომ ვერ იპოვა თავისი სულიერი საზრდო, მერე მეორეს მიჰყვა, აქ რომ დაინახა უშიში დამოკიდებულება, თავად შეეშინდა ქვეშეცნეულად, გაუაზრებლად და გაუთვითცნობიერებლად. გულზე მაგრად დაჭერილმა ლაგამმა შეაწუხა და მიუშვა... მიუშვა და თვითონაც მიჰყვა.
დარჩა მასსა რუსთაველზე, მასსა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში რაოდენობრივ ბალანსს ასე თუ ისე ინარჩუნებდა და ელოდა დასმული საკითხების დროულ გადაწყვეტას, რადგან ეგონათ ყველაფერი ისე განვითარდებოდა, როგორც ოთხი წლის წინ. მასსაზე კეთდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა აბსტრაქტული თვალსაზრისით - ერთის მხრივ ოპოზიციის მოწოდებები, რომ გავიმარჯვებთო და სანაგვე ყუთში მოვისროლით სააკაშვილშჩინას, მეორეს მხრივ კი სააკაშვილისტების ოლიმპიური სიმშვიდე თრგუნავდა მასსას.
მასსა გატყდა სულ რაღაც ოთხ-ხუთ დღეში დემონსტრაციების დასაწყისიდან. სწორედ ამას ელოდნენ სააკაშვილის "ტურები" (არათუ "ძაღლები", როგორც ამას ჟარგონებით უწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, სწორედ რომ "ტურები", რადგან ტურების თვისება შესძინა პატრულსა და "ომონს" სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელთათვისაც მოქმედებს კანონი ხროვის, როდესაც დაიმარტოხელებენ დასუსტებულ მეტოქეს და ჯგროდ დაერევიან და გაანადგურებენ ყველაზე დაუნდობელი მეთოდებით და ცივი გონებით). მასსამ ვეღარ გასწია რაოდენობის სისავსის მისია და მათი უმრავლესობა შემოეცალა მომიტინგეებს. ამას ხედავდა ოპოზიცია, ხედავდა, თუ როგორ თვალსა და ხელს შუა ეცლებოდა აუდიტორია და სასწრაფოდ ახალი ტაქტიკა უნდა შეემუშავებინათ, რათა სრული კრახისაგან და სირცხვილისაგან გადაერჩინა მდგომარეობა და ამასთან ერთად საკუთარი თავები. მიუხედავად რადიკალური მოთხოვნებისა ხელისუფლების გადადგომის შესახებ, რასაც ამდენი ხანი ითხოვდა ხალხი მათგან, მაინც პოლიტიკურ სცენაზე ახალი "თეატრალიზებული" სანახაობა იყო საჭირო და იგი შედგა - უვადო შიმშილობა მოთხოვნათა დაკმაყოფილებამდე. მოთხოვნები კი დეკლარირებული იყო არჩევნებით და არა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. მანიფესტაციების ბოლო დღეებში მთავრობის სასახლის წინ აღარ იდგა აღარც ბრბო და აღარც მასსა. აქ თავშეყრილი იყო მთელი ბირთვი აქტიურად მოაზროვნე ერისა, აქ არ იდგა გაუთვიცნობიერებელი მასსა და ბრბო. მათ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და შეგნებულიც ჰქონდათ ის, რასაც აკეთებდნენ, მოტივირებული ჰქონდათ თავიანთი პროტესტის გრძნობა და ისინი პოლიტიკურად დახვეწილად მოქმედებდნენ. კარვების დადგმა ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსთველის პროსპექტზე ეს საპროტესტო აქცია განუსაზღვრელი დროით გაგრძელდებოდა თუნდაც რაოდენობრივად მცირე ხალხი ყოფილიყო. ამით პროცესი არ ჩაიშლებოდა და სრული კრახისაგან ერთადერთი თავის დახსნა ეს იქნებოდა, ე.ი. არ მოდის ხალხი, მაგრამ დაფიქსირებულია ათეულობით მოშიმშილე კონკრეტული მოთხოვნით. შესაძლებელი იყო მოშიმშილეთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესით გაზრდილიყო და ამასთანავე დაცემულიყო რაღაც დღეების შემდეგ. ერთია, რომ სააკაშვილიშჩინა ამ აქციას უკვე ვეღარ დაარბევდა, რადგან საერთაშორისო სკანდალში გაეხვეოდა და ერთბაშად დაიმსხვრეოდა ისედაც საეჭვო მითი დემოკრატი სააკაშვილისა. საჭირო იყო ამ საშიშროების თავშივე მოშთობა, სანამ აზარტში შევიდოდა შიმშილობის აქცია და ხალხი შეემატებოდა მოშიმშილეებს. კარტ-ბლანში და დაფინანსება პატრონისგან მიღებული ჰქონდათ. ამ შემთხვევაში ორთავე პოლიტიკურად ბეცები გამოდგნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფრის გამოსწორება მოუწიათ ასევე ნაძალადევი სიმშვიდით.
შემდეგ მოსახდენი მოხდა - სატახტო ქალაქში გათენდა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 90 წლისთავი. ანალოგიით ეს დღე სარევოლუციოს არ ჰგავდა. იგი პარიზულ წმიდა ბართლომეს ღამეს, ან მიუნხენურ და ბერლინურ გრძელი დაშნების ღამეს უფრო ჰგავდა, ვიდრე რევოლუციას და რევოლუციურ აღტკინებას.
ბევრს ამ საკითხზე აღარ შევჩერდები, ერთს ვიტყვი მხოლოდ - სააკაშვილი დამნაშავეა იმაში, რომ მან ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირა შეიარაღებული მართვადი ბრბო, რომელსაც იურიდიულ ენაზე "სამართალდამცავები" ეწოდება და უიარაღო უმართავი ბრბო, რომელსაც ქართულ ენაზე "ხალხი" და "ერი" ეწოდება. ამ რბევებში ჩართული იყო მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო. მე ვუყურებდი უთანასწორო ბრძოლას ბრბოსი, და ისე ვიყავი ჩართული ამ დანაშაულის მდინარის წყალბრუნვაში, რომ მეც ვიქეცი იმ ბრბოს ნაწილად, რომელსაც ურტყამდნენ ხელკეტებს დაუზოგავად. მე გააფთრებით ვყვიროდი და მიხაროდა, როდესაც უიარაღო უმართავი ბრბო რიყეზე იერიშით გადავიდა შეიარაღებულ მართვად ბრბოზე და არაადამიანური ხმით ვიოკებდი ბოღმას სიხარულისას, როდესაც გამხეცებულმა ბრბომ ალყაში მოაქცია და ხელში ჩაიგდო ვიღაც დამრბევი ომონელი და თავ-პირის დასისხლიანებამდე ცემდა და მანაც ძლივს გაასწრო იქაურობას. ანუ რომ გადმოვთარგმნოთ, მე მიხაროდა და უფრო მეტად, მე მიხაროდა არაადამიანური სიხარულით ქართველი ქართველს რომ დაუზოგავად ურტყამდა მიუხედავად იმისა, რომ დაჩაგრული ამ შემთხვევაში თავდამსხმელი იყო. მე ვგრძნობდი, რომ იმ ომონელს მე ვურტყამდი და მის სახეზე სისხლის თქორი რომ დავინახე, როგორც ლეშით გამძღარი და ამ ლეშის სისხლით წყურვილმოკლული მხეცი, ისე დავწყნარდი.
ამაზე მეტი საშინელება რა უნდა ჩაედინა სააკაშვილს ნეტა?
როდესაც ვიხსენებ ამ სურათებს ისევ და ისევ, ტანში გამაჟრჟოლებს და ისევ მივიწევ გონებით იმ ომონელისკენ.
სადაა ამ დროს დემოკრატია და ზოგადკაცობრიული ღირებულებები!
მეც არ დამინდო სააკაშვილმა, ცხრა მთას იქით გადახვეწილი ქართველი. რომელი სჯობს ცხოვრებაში უკვე ვეღარ გავიგე - გიჟთა შორის ჭკვიანი რომ იყო, თუ ჭკვიანთა შორის გიჟი?
და კიდევ ერთი, ფრიად სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამ ვაკხანალიაში ტოტლებენის მისია შეასრულა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რომელიღაც მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ. სწორედ მან და მხოლოდ მან თავისი ბოროტი და ცინიკური ღიმილით წაახალისა სააკაშვილშჩინა, თვითონ კი განზე გადგა ყველაფრის პასუხისმგებლობისაგან და ეს შეურაცხადი ხელისუფლება შეუსია ხალხს დემოკრატიის დროშით. ასევე წააქეზა ერეკლე და მისი მცირერიცხოვანი რაზმი რუსთ ხელმწიფის მაშველთა კორპუსის მეთაურმა ტოტლებენმა აწყურის ციხესთან, რათა ერეკლეს ელაშქრა ასპინძაზე რუსთა არმიის მხარდამხარ. ერეკლე მოატყუა ტოტლებენმა დაპირება-იმედებით, ასევე მოიქცა მეთიუ ბრაიზა (ზუსტი კალკირებული ანალოგიით. მეთიუ ბრაიზასაგან განსხვავებით, ტოტლებენის პარტნიორმა ბრწყინვალედ გაიმარჯვა ასპინძის ბრძოლაში მოკავშირის დახმარების გარეშე, რადგან ერეკლეს წინაშე მტერი იდგა გადამთიელი), მისი დახმარება გამოიხატებოდა წაქეზებასა და საერთაშორისო მხარდაჭერაში, ესაა რომ, მხარდაჭერის ნაცვლად მსოფლიოს განაწყენება გამოიწვია და წაქეზება კი წაქეზებად დარჩა, მითუმეტეს ყალბი და უაზრო სამხილებით ისედაც გადამტერებული რუსეთი მეტად და მეტად გადაიმტერა. რუსეთს თავისი ცოდვები ყოფნის საქართველოს წინაშე, ახლა სააკაშვილის ბეცი პოლიტიკის შედეგებზე განაწყენებული ხალხის რისხვაც რომ არ მივაწეროთ მას. და ისევ გასაოცარი შეფასება მიხეილ ჯავახიშვილისა: "რუსეთი სალოსების კლასიკური ქვეყანაა. მუდამ უხვად იყვნენ კუზმები, მიტკები, საროველები, კრონშტატელები და რასპუტინები. ეს ღვთის მონები და დავრდომილი ქადაგები ხშირად განაგებდნენ მთავრობასაც კი, და სამივენი, სალოსებიც და ხალხიც მუდამ სასწაულის მოლოდინით სცხოვრობდა. ეხლაც იგივეა: იყო ლენინი და დარჩა სოციალიზმის სასწაული" (უბის წიგნაკებიდან 1927წ. N8).

5. ტელეკომპანიათა ცივი ომი
წინა თავებში მქონდა გაკვრით მიმოხილული ტ/კ "იმედის" როლის შესახებ გლეხის მიერ ვენახის საპროტესტო აჩეხვის გაშუქების საკითხში. ახლა კი მსურს გავაანალიზო საინფორმაციო ომის წარმოება ამ ტელეკომპანიასა და სამთავრობო ტელეკომპანიებს შორის და უმთავრესად ხალხზე გამარჯვებულ ტ/კ "რუსთავი-2"-ს შორის.
უნდა ითქვას, რომ ტელევიზიებზე შეტევა შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაიწყო. თუ "ვარდების" როქირებამდე თავისი აბსოლუტური სიმწვავით გამოირჩეოდა ტ/კ "რუსთავი2", ტ/კ "იმედი" ზომიერ პოლიტიკას ატარებდა და იგი იყო არააგრესიული და არატენდენციური ტელეარხი, განსხვავებით "რევოლუციური" ტელევიზიისაგან, რომელზეც განხორციელდა აგრესიის ინსპირირება შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან. მაშინ ეს მაუწყებლობა დახურვას გადაურჩა საპროტესტო მანიფესტაციებით და პარლამენტის თავმჯდომარის ზ. ჟვანიას, შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძის და რიგ ძალოვან სტრუქტურათა მინისტრ-დეპარტამენტთა თავმჯდომარეთა თანამდებობიდან გადაყენება-გადადგომებით, რის შემდეგაც ჟვანიამ თავისი ტახტი დაუთმო ნინო ბურჯანაძეს და ამით შეინარჩუნა კონტროლი პარლამენტზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამით სახელმწიფომ ხელი აიღო ტ/კ "რუსთავი2"-ის დარბევისაგან. ამ ტელევიზიას სრულად აკონტროლებდა მაშინდელი ელიტარული ოპოზიცია ჟვანია-სააკაშვილის მეთაურობით.
შემდეგ სულ მალე დადგა "ვარდების" როქირების პერიოდი. უნდა ითქვას, რომ აშკარად თვალშისაცემი იყო ტ/კ "რუსთავი2"-ის ტენდენციური დამოკიდებულება მოვლენათა და პიროვნებათა მიმართ. შიგადაშიგ აშკარა აგრესიულობით გამოირჩეოდა ჟურნალისტების გამოსვლები და კომენტარები. ამ ტელევიზიაში არ იყო დაცული დემოკრატიის ერთი თვისება - პლურალიზმი. ამაში პატრონი ასრულებდა გადამწყვეტ როლს და არა ჟურნალისტების ინდივიდუალური ქმედება. მიუხედავად ყველაფრისა, მაშინდელ მთავრობას არ გამოუცხადებია ბოიკოტი ამ არხისათვის და მთავრობის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ მას. საინფორმაციო ომი კი მაშინ წარმოებდა "რუსთავი2"-სა და "პირველ არხს" შორის. ტ/კ "იმედი" მაშინ განზე იდგა, მას არ გამოუხატავს მიკერძოება ამ "ომში" რომელიმე მხარისადმი. სამაგიეროდ იგი ელოდა თავის დროს. თავისი დროც მალე დაუდგა -
ეს მოხდა მაშინ, როდესაც ხალხზე გამარჯვებული ტელევიზიის მესაკუთრეები მეტეორული სისწრაფით იცვლებოდნენ მანამ, სანამ ობშორული ზონებიდან გათეთრებული, გაპატიოსნებული და გადმოქაჩული სამთავრობო ფულების წყალობით არ გახდა თვით მთავრობა ამ ტელევიზიის სრული ბატონ-პატრონი. მართალია, ტ/კ "რუსთავი2" ყოველთვის იყო ტენდენციური და აგრესიული მოწინააღმდეგეთა მიმართ, მაგრამ მას ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა თავის კონკურენტებთან მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეიქმნა აუტანელი პირობები და არ გამძინვარდა ტერორი, სანამ თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად არ კლავდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს, ან პოლიციელები ახალგაზრდებს... და ა.შ. და ამ უმსგავსო ვითარებაზე სანამ არ აღიმაღლა ხმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ და მასთან ერთად ტელეკომპანიებმა და განსაკუთრებული სიმწვავით ტ/კ "იმედმა".
მიუხედავად იმისა, რომ ტ/კ "რუსთავი2" მიკერძოებული არხი იყო და ყოველთვის ერთგულებდა თავის პატრონს, იგი საშიშ მოვლენად გადაიქცა იმის შემდეგ, რაც მისი პატრონები გააგრესიულდნენ. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს "რუსთავის2"-ს, საპასუხოდ ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებს "იმედს". ამ ნაბიჯით ტელევიზიებში დამკვიდრდა ტენდენციური მიმართულებები. ოპოზიციამ ბოიკოტი მალე დათმო, თუმცაღა იგი მთავრობის ტელევიზიას მაინც არ ენდობოდა, სამაგიეროდ მთავრობა იყო შეუვალი და ბოიკოტი "იმედის" მიმართ არ მოხსნა და თავის ღვარძლიან დამოკიდებულებას არ მალავდა. ტ/კ "იმედმაც" აითვისა ტენდენციურობის პრინციპი, რითაც საბოლოო ჯამში რეპუტაცია შეულახა თვით ტელევიზიას. ეს არ წაადგა არც მთავრობას, რადგან მთელი ოპოზიციური სპექტრი ამ არხს იყენებდა თავისი მიზნებისათვის.
მიზანმა გაამართლა საშუალება, - დაიწყო ტელეკომპანიების ჟურნალისტების ერთი არხიდან მეორეზე გადასვლა პოლიტიკური მოსაზრებებით. ერთ-ერთი ასეთი სკანდალი იყო ტ/კ "რუსთავი2"-ის დატოვება ტელეჟურნალისტ ეკა ხოფერიას მიერ. რამდენიმე ხანი იგი უმუშევარი იყო, სანამ "იმედმა" ისევ პოლიტიკური მოსაზრებით არ შეიფარა დევნილი ჟურნალისტი.
ამ ომმა პიკს მიაღწია ირაკლი ოქრუაშვილის შოკისმომგვრელი გამოსვლის შემდეგ. მთავრობამ ყველა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა.
ერთის სიტყვით, ყოველმხრივ აირია მონასტერი. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან ქალებიც. აღარ დარჩა ხელშეუხებელი რაიმე სათუთი და წმიდა. ცხოვრება საინტერესო გახდა. პროტესტმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ტელეკომპანიები აშუქებდნენ მხოლოდ მას, რაც პატრონს აამებდა, პატრონები კი განზე იდგნენ. მთავრობა ყოველმხრივ ცდილობდა წყობიდან გამოეყვანა ტ/კ "იმედის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი. იგი გადააყენეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობიდან, თვითონ განერიდა ბიზნესმენთა ფედერაციას. არ წყდებოდა დამატებითი პროვოკაციები მის მიმართ, რათა იგი თავით ფეხებამდე გადაშვებულიყო პოლიტიკის მორევსა და ორომტრიალში. გამოწვევა აქაც მიღებული იქნა და საჯაროდ განაცხადა პატარკაციშვილმა, რომ ღიად დავაფინანსებ ოპოზიციურ პარტიებსო. ამავე დროს მან თავისი წილი ტელეკომპანიისა სამართავად გადასცა ამერიკულ კორპორაცია "ნიუს კორპორეიშენს".
საქართველოში გამეფებულიყო "ორი ტიპი: პირველი: გიჟური აქტივობა აქტივობისთვის და - მეორე - ბრძენი - უხალისო, დასევდილი, დაშინებული და უქმი. რომელი სჯობია?" (მ. ჯავახიშვილი უბის წიგნაკებიდან 1926წ. N6).

6. პატრონი
როგორც საყოველთაოდ ცნობილია ტ/კ "იმედის" პატრონი, ამ სიტყვის კეთილშობილური და ფართო მნიშვნელობით, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია.
რა შემიძლია მის პიროვნების შესახებ ვთქვა...
არსებითად არაფერი, რადგან მისი პორტრეტის სრულმომცველობით წარმოჩენისათვის, საჭიროა საფუძვლიანად ვიცოდე მისი ცხოვრების შესახებ, ან ვიცნობდე პირადად. მისი ცხოვრება ბუნდოვანი წარსულითაა მოცული. ჩემთვის უცნობია როგორ მიაღწია მან მილიონერის კომფორტულ მდგომარეობამდე. დასაყრდნობად არ გამომადგება რუსული აზრი მასზე, რადგან იგი ტენდენციურია ორი მიზეზის გამო - ერთია შური, მეორე - შურისგან გამომდინარე მოძიებული კომპრომატები (თუ ცრუკომპრომატები, ამის სამტკიცებლად მე ხელი არ მიმიწვდება). ამბობენ, რომ იგი არის მაფიოზი, იმასაც ამბობენ, რომ რუსულ პოლიტიკას თავის გემოზე ატრიალებდაო. არც მისი ებრაული წარმომავლობა დავიწყნიათ რუს ანტისემიტებს. ის და მისი მეგობარი ბორის ბერეზოვსკი ტელემაგნატები არიან და წლების გამნავლობაში ორტ-ს ფლობდნენო. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ უნიჭიერესი ჟურნალისტი ვლადისლავ ლისტეევი მათი ხელდასმით იქნა მოკლულიო. რუსეთში კარგი დღე არ დაუდგა არც პატარკაციშვილს და არც ბერეზოვსკის. იყო რუსული სასამართლოებიც, სადაც პირწმინდად გაიმარჯვა ტ/კ "იმედის" პატრონმა. შემდეგ იყო რუსეთის გენერალური პროკურატურა დაინტერესდა ორტ-ს საქმიანობით და... ბერეზოვსკიმ ინგლისს შეაფარა თავი, პატარკაციშვილი კი შევარდნაძემ მიიღო დიდი სიხარულით.
არავინ იცის სიმართლე, ვგონებ არც რუსეთის გენპროკურატურამ.
ამის შემდეგ უკვე პატარკაციშვილი იწყებს საქველმოქმედო საქმიანობასა და ქონების შესყიდვა-დაბანდებას. აქამდე მის სახელს ჩრდილი არ მისდგომია. იმასაც ამბობენ, რომ "ვარდების როქირება" მისი დაფინანსებულია. იგი საქართველოში არასოდეს შეხვედრია საეჭვო რეპუტაციის ხალხს, სულ ინტელიგენციასთან და ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან ურთიერთობდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რომელიღაც უმაღლესი საეკლესიო ჯილდოც კი გადასცა გაწეული მოღვაწეობის აღსანიშნავად. მან შეისყიდა თბილისის ცირკი, რიტუალების სასახლე, მისი თაოსნობით საფუძვლიანი რესტავრაცია ჩატარდა ფუნიკულიორზე (უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ხელისუფლებამ საშვიდნოემბრო "დემონსტრაციის" მსვლელობისას ჩამოართვა და დაუწუნა სამუშაოები. ამას ჰქვია სწორედ - "დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო"), ეხმარებოდა სპორტსმენებს და აირჩიეს ამიტომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად, საიდანაც სკანდალურად და საეჭვო ვითარებაში გადააყენეს ასევე საშვიდნოემბრო "დემონსტრაციამდე" რამდენიმე კვირით თუ დღით ადრე (ესეც უმადურობა ქართველების). ერთის სიტყვით, ბადრი პატარკაციშვილს აქვს გაწეული ამაგი თავისი თანამემამულეებისათვის (მართალია, წარმოშობით ებრაელია, მაგრამ იგი თავს სრულუფლებიან ქართველად თვლის და მის მოვალეობაში შედის ზრუნვა საკუთარი ერისათვის, რასაც იგი პირნათლად ასრულებდა აქამომდე). მას ბევრი პროექტი დარჩა განუხორციელებელი, რაშიც საშვიდნოემბრო "დემონსტრაციებმა" შეუშალეს ხელი. ამას ჰქვია მეორენაირად - "ბრძენისა ბეწვიც გეტკინოს, ვირისა წიხლიც არაო".
კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ბადრი პატარკაციშვილის სრულყოფილი პორტრეტი, ეს მხოლოდ შტრიხებია, რაზეც ჩემს ვარაუდს მოგაწვდით ფენომენზე, რასაც ჰქვია ბიზნესმენი და კომერსანტი. ეს ვარაუდი თავისუფლად მიუდგება ნებისმიერ ბიზნესმენსა და კომერსანტს, ნებისმიერ რანგისას. ერთსაც დავამატებდი და ვიტყოდი, რომ მას აწონილ-დაწონილი საუბრის მანერა აქვს. როგორც დავაკვირდი, მან იცის რა თქვას, სად თქვას, როგორ თქვას, რატომ თქვას და რას გამოელის თუნდაც საუბრიდან. იგი ან დახვეწილი არამზადაა, ან კიდევ შეუდარებელი დიპლომატი, რაღაც მომენტში რომ ერთსა და იგივეს ნიშნავს ეს სიტყვები, სხვაფრივ იგი ვერ ააშენებდა თავის ფინანსურ იმპერიას.
დღეს ბევრს საუბრობენ, ბიზნესმენები ნულიდან იწყებენ იმპერიის შენებასო. მართალია, ნულიდან იწყება საერთოდ ყველაფრის შენება, მათ შორის და მითუმეტეს ფინანსური იმპერიებისა. მაგრამ იწყება და არა იწყებენ, ანუ ვიღაც საფუძველს ჩაუყრის, ჩამოიცილებს კომპანიონს ან ჩამოაცილებენ. დროთა განმავლობაში იწყობა და იწყობა მაგიდა, მერე მაგიდები. თანდათანობით, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება, ამ მაგიდებს ცილდება (ან ნებით, ან ძალით) მისი პირველშემქმნელები. პირველშემქმნელებს, წესიერად რომ იწყებდნენ კომერციას, ადგილი არა აქვთ მათ მიერ შექმნილ სივრცეში. ვერც თვითონ უძლებენ ხანგრძლივ ბრძოლას.
აი, გამარჯვებული ყოველთვის ისაა, ვინც ჭკუით მოქმედებს და ყველაზე ბოლოს გაერევა მარაქაში, ან მაშინ, როცა გაყოფის ომში გამარჯვებულს იოლად დაამარცხებ, რათა არ იყოს გაყოფილი წილი და ყველაფრის ბატონ-პატრონი შენ იყო.
ამ ბრძოლების ნათელი მაგალითია მთლიანად ალ-კაპონეს ცხოვრება. გამარჯვებული ყველაფერში, ჩამოწერეს და სიკვდილს იმით გადაურჩა, რომ დააპატიმრეს. ვის დარჩა ალ-კაპონეს ავლა-დიდება, რისთვისაც იგი ესოდენ გაისარჯა და ათასეული სისხლის გუბე დააყენა ჩიკაგოსა და მთელს ამერიკაში? ევროპასაც გადაწვდა და თუ არ ვცდები აფრიკასაც.
ვის დარჩა მისი ქონება?
ვისაც დარჩა, დღეს იგი მილიარდერი იქნება და ამქვეყნიური ყველანაირი კომფორტით სარგებლობს, ჩვეულებრივ ადამიანს სიზმარშიც რომ არ დაესიზმრება. ასე ჩაიგდეს ხელში საბოლოო ჯამში ევროპის სიმდიდრე როკფელერებმა და როტშილდებმა.
იმისი მტკიცება, რომ წარმატებული ბიზნესმენი ყველაფერს თვითონ იწყებს, თვითონ ქმნის და მოგებასაც თვითონვე იღებს, თვალში ნაცრის შეყრაა იმათთვის, ვინც ახლა იწყებს თავის საქმიანობას.
ერთი ბიდონი ბენზინით ვერანაირად ვერ გამდიდრდებოდა და მილიონებს ვერ დააგროვებდა ბონდო შალიკიანი, მას აუცილებლად ჰყავდა თავდაპირველად პატრონი. უპატრონოდ იმ ერთი ბიდონი ბენზინის ფულსაც დაკარგავ. პატრონი გიყურებს, გითვალთვალებს. რაც უფრო ღრმად შედიხარ და თამაშის წესებს ხვეწავ, იმ პატრონისთვისაც საშიში ხდები. მაშინ გამოსვლა თამაშიდან არსებობს სიკვდილით, უკან სხვა გამოსავალი არ არსებობს. ასე რომ, ტყუილია ყველაფერი ის, რომ ამბობენ ყველაფერი ნულიდან დაიწყო ამა და ამ კაცმაო. ყველაფერი ნულიდან დაიწყო ზოგადად. იმპერია იმისთვის ჰქვია გავლენის სფეროებს, რომ მასში ერთ კაცს არ მიუღია მონაწილეობა. ის ადამიანთა გამრუდებულ სიცოცხლეებზეა აგებული.
ერთი მაგალითიც - ბიზნესმენი იყენებს სხვის შრომას, სხვისი შრომით შექმნილ პროდუქტს, ყიდულობს იაფად, საჭიროების შემთხვევაში ყიდის ძვირად. შედეგად გროვდება კაპიტალი. ვან გოგმა თავის სიცოცხლეში ერთი ნახატი გაყიდა გროშებად, ახლა მის ნამუშევრებზე რამდენიმე ასეული მილიონი კეთდება. აი, პროდუქტი ეპოქის და შენ ამბობ, რომ გაზეთებს არ ვკითხულობ. "არ ვკითხულობ" კი არა, იმდენი უნდა იკითხო, რომ სხვა საქმე არ გქონდეს, რათა ეპოქის მაჯისცემას აჰყვე და თვალი გაუსწორო მის ინტეგრალურ სიჩქარეს.
სიტყვამ მოიტანა გაზეთების კითხვა - საქართველოს პატრონმა (ამ კონტესტში ირონიულ დამოკიდებულებას ვანიჭებ ამ სიტყვას) ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ იგი თურმე გაზეთებს არ კითხულობს. ნება მისია, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ერთ რამეში მართალია სააკაშვილი - ყველა გაზეთი მართლაც არ წაიკითხება, იმდენად მდორე და უშინაარსოა, რადგან არსებობენ ავტორები, რომელთა წაკითხვა შეუძლებელია. სამაგიეროდ, ჰემინგუეიც ჟურნალისტი იყო. აბა, ჰემინგუეის და მისი დონის ჟურნალისტს რომ არ წაიკითხავ, წიგნიერი კაცი გქვია შენ? რაც არ უნდა დაეწერა, როგორი მწვავე, თუნდაც ტენდენციური, ფრანსისკო ფრანკო ყოველთვის ყურადღებით კითხულობდა ჰემინგუეის.
გაზეთს თუ არ წაიკითხავ და წიგნს, წიგნიერი კაცი გქვია მაშინ შენ?
იგი მართლაც არ კითხულობს გაზეთებსა და წიგნებს, თორემ თავს არ გამოიჩენდა ასე უინტელექტოდ, იგი აწონ-დაწონიდა თავის განცხადებებს... და არ გვექნებოდა ქვეყანაში პრეცედენტი "ჩარეცხილობის", "ქიბროწაშვილობისა" და "მარკოზაშვილობის".
ეს სრული უვიცობის ბრალია! უვიცობის და სიგიჟის...
თორემ მე გეტყვი შენ, სააკაშვილო, რა გზაც არსებობს და რა გზას დაადგა თავის დროზე ერეკლე და რა გზას დაადექი შენ. არსებობს გზა ტოტლებენისა და არსებობს გზა სოლომონ ლიონიძისა. ერეკლემაც და შენც ერის სამწუხაროდ ტოტლებენის გზა აირჩიეთ, ტოტლებენისა, ვისმა ჯარმაც ბაგრატის ტაძარი დაანგრია, შენ კიდევ ფერიის მთაზე აგებული ეკლესია.
უთუოდ უნდა ვთქვა, რომ შენ მართლაც არ კითხულობ გაზეთებს, აი, შენი ქვეშევრდომები კი კითხულობენ და ზედმიწევნითაც, და იციან რასაც წერენ შიგ და შენ მოკლე შინაარსს გიყვებიან. ამიტომ აცხადებენ ისინიც და შენც, რომ გაზეთებს არ კითხულობთ. ვითომ ამით ჟურნალისტები გამოაჯავრე? ისევ და ისევ შენ თავს მიაყენე ზიანი. მე არ გამოგეკიდები გაზეთებით ხელში და არ ჩაგჩრი იღლიაში, წაიკითხე ჩემი გაზეთიო. თუ არ წაიკითხავ, უწიგნური დარჩები, როგორიც ხარ. შენმა მინისტრებმა კი ზოგადი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად გაზეთებში დაბეჭდილი კროსვორდები და თავსატეხები ამოხსნან, უფრო კარგად რომ გაუტეხონ ხალხს თავი.

7. წვრილმანი დეტალები და
პირველი სერიის დასასრული

ახლა მოკლედ იმ მოვლენათა შესახებ, რომლებმაც, ასე თუ ისე, ამა თუ იმ დოზით ზეგავლენა იქონიეს მოვლენათა ესკალაციაზე.
პირველი და მთავარი მოვლენა იყო ზუგდიდის ინციდენტი. ოპოზიციამ შეაფასა როგორც გენერალური რეპეტიცია ორი ნოემბრისათვის. მან არ იცოდა, რა ზუსტი და უტყუარი, შეუმცდარი და წინასწარმეტყველური შეფასება მისცა ამ ინციდენტს. გაიძახოდნენ ეს სცემეს, ის სცემეს, მერე დააყოლეს - პარლამენტარი სცემესო. მე თუ მკითხავთ, ყველა პარლამენტარი გასალახავი და საცემია ქართველი ერისაგან ბურჯანაძიდან დაწყებული ბოლო ხმოსანამდე. უკლებლივ ყველა, ისეთ დღეში ჩააყენეს საკუთარი ერი და თვითონ კი პოზიციან-ოპოზიციანად ყველას საუკეთესოდ აქვთ აწყობილი თავთავიანთი ცხოვრება.
ისე, სირცხვილი სამეგრელოს... მის ახალგაზრდობას...
ასე ხვდებიან სტუმარს საქართველოში? თუნდაც თვალში რომ უსიამოდ გეჩრება, იმას?
ერთ-ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა წამოაყენა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ საქართველოში დამყარებულიყო კონსტიტუციური მონარქია, მან თქვა: "მეფე მეფობს და არ მართავსო". ოპოზიციამ აიტაცა ეს იდეა და ამის შემდეგ გეზი უცვალეს თავიანთ იდეოლოგიურ მოთხოვნას - "საქართველო პრეზიდენტის გარეშეო" (ამ საკითხებს შევეხები სტატიის ერთ-ერთ მომდევნო ნაწილში).
ისევ გამოჩნდა საორნოემბრო ბატალიებს იძულებით გარიდებული, ფაქტიურად ქვეყნიდან გაძევებული ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი, ისევ ბოდიშებით და ისევ ახალ-ახალი ბრალდებებით ხელისუფლების მიმართ. ეს მაგონებს ვიქტორ ცოის ექსპრესიული ჟინით ნამღერს - "მზევ ჩემო, დამიცავ, სხივები მაწოვე. ჩემი ხელისგული მუშტად გადაიქცა და დენთი თუკია, ცეცხლი მომაწოდეთ... აი, ასე!!!" მეორე დღეს საქართველოს ქარაფშუტა გენპროკურატურამ ისევ მოჩმახა და გამოაცხო საუცბათოდ ოქრუაშვილის სატელეფონო საუბრები. ეს დაწესებულება ისე შორს წავიდა თავის ფანტაზიებში, რომ ადამიანი მართლაც აღარ დაუჯერებს მას. ასეთივე მეთოდით იქნენ ბრალდებულად ცნობილნი საშვიდნოემბრო "პარად-დემონსტრაციის" დღეს ცოტნე გამსახურდია და შალვა ნათელაშვილი. პროკურატურის უაზრობაში გაეხვიენ კონსტანტინე გამსახურდია, გოგა ხაინდრავა და ლევან ბერძენიშვილი. სამაგიეროდ ზვიად გამსახურდიას სამარცხვინო შვილმა გიორგი გამსახურდიამ გიგა ბოკერიას წინაშე დაგმო თავისი ძმების "საქმიანობა და საქციელი".
იყო აგრეთვე გროტესკისა და ირონიის დუელი - გაბადრული ოპოზიციისა და კირკიტკატურების, რომელზეც ყურადღების გამახვილება არ ღირს, შეიძლება უბრალოდ მეც ვცადო სიურრეალიზმის ფუნჯით ავსახო ორთავენი ერთ სურათში - "გაბადრული მებადური ბადეს ისვრის ბადრ მთვარიდან (ან ბადრ მთვარისკენ)". ეს ხუმრობით.
"გრძელი ხელკეტების ღამეს" დაარბიეს ტ/კ "იმედი" და შეწყვიტეს მისი და ტ/კ "კავკასიის" მაუწყებლობანი. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რასაც ბუკვალური მნიშვნელობით, შინაარსითა და პრაქტიკული განხორციელებით განუკითხაობას ნიშნავს, - აიკრძალა საინფორმაციო გადაცემები ყველა ქართულ არხზე გარდა "საზოგადოებრივი მაუწყებლისა", გაზეთებს აეკრძალათ პოლიტიკური მასალების ბეჭდვა, აიკრძალა დემონსტრაციები და მანიფესტაციები მთელს ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, საშვიდნოემბრო "პარად-დემონსტრაციის" მეორესავე დღეს ბათუმში (სადაც უმოწყალოდ დაარბიეს), ქუთაისსა და გორში გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები. ნაშვიდნოემბრევს არავინ იცოდა კობა დავითაშვილის ბედი. მოკლული ეგონათ. დღის მეორე ნახევარში რუსეთის ტელეარხებმა მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიაგნეს.
ბრბო მსხვერპლს ეძებდა, წყუროდათ მსხვერპლი, რათა ახალი ძალით ექუხა რევოლუციურ ტალღას. სახელმწიფომ თავისი მთავრობის უსუსურობისა და უმწიფარობის შედეგად მიიღო მცოცავი რევოლუცია, რომლის მომდევნო განვითარება დროებით შეაჩერა სააკაშვილის უცნაურმა განცხადებამ - საპრეზიდენტო არჩევნების 2008 წლის 5 იანვარს გადმოტანით და საპარლამენტო არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებით. ამ ფონზე 15 დღით გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა. სააკაშვილს ყველა იდეოლოგიური ბერკეტი გააჩნია, რათა შეუფერხებლად აწარმოოს საარჩევნო კომპანია მაშინ, როცა ოპოზიცია ამ სიამოვნებას მოკლებულია. დახურულია ტ/კ "იმედი" და "კავკასია", ოპოზიციის მთავარი რუპორი. ზემოთ მქონდა მცირე იუმორესკა "კომბლეს" ვარიაციებზე - "ბადრი ის კაცია, ფულებს თლის, ბანკში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო"... ვამთავრებდი ამ იუმორესკას, ახლა გავაგრძელებ, -
მთავრობამ უთხრა - "არ მეშინია შენი ბადრისიო", - და შეჭამა ტ/კ "იმედი". ამის იქით რა მოხდება, არავინ იცის. ერთი კი ცხადია, ოპოზიცია დარჩა მკლავებმოჭრილი. როგორც მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მათთვის არ გაიხსნება საინფორმაციო საშუალებები. საარჩევნო დრო ძალიან მცირეა და მთავრობა იმედოვნებს, რომ ოპოზიციაში შეიტანს განხეთქილებას ამით (პრეზიდენტს თხოვდნენ საპარლამენტო არჩევნების გადმოტანას და არა საპრეზიდენტოსას. ეს ვერაგი გეგმაა ხელისუფლებაში კვლავ დარჩენისა. ერთის მხრივ თავს გაიმართლებს, გინდოდათ და მიიღეთო, მაგრამ ისეთ დროს და იმისი, რაც თეორიულად დაუძლეველია უფხო ოპოზიციისთვის. ვინც აფინანსებს მათ, იმას გენპროკურატურა დასაჭერად დასდევს). ერთის მხრივ საგანგებო მდგომარეობა, მეორეს მხრივ თვით პრეზიდენტობის კანდიდატი, მესამეს მხრივ დროის კატასტროფული სიმცირე გამოუვალს ხდის ოპოზიციის გამარჯვებას. ეს იგივე ისაა, მიხეილ ჯავახიშვილი რომ წერდა თავის უბის წიგნაკში: "დეკადანსი იქ არის, სადაც მთელი ქუცმაცდება და ქუცმაცი - ნაწილი მთლიანობს. ასეა ლიტერატურაშიც, ისტორიაშიც. დამარცხებული, დავრდომილი ერი იშლება, იწყება პროვინციალიზმი და თვითმმართველობა. მწერლობაშიც იგივეა. ფრაზა, სიტყვა, სტრიქონი, ფიგურა, ერთი თავი მთლიანობის მაგივრობას ეწევა. ამ მოვლენას თანაბარი ძალა აქვს ბიოლოგიაშიც, შემოქმედებაშიც. ქართულ ლიტერატურაში ასეთი დეკადანსის ნიშნები ცხადად მოიპოვება. მთლიანობა - აი, პროგრამა" (1927წ. N8).
ოპოზიცია გაჰყვირის ხალხმა გაიმარჯვაო. ხალხი ამჯერადაც დამარცხდა. გაიმარჯვა მთავრობისტებმაც და ოპოზიციამაც ერთობლივად, რადგან რევოლუციური აღტკინება ხალხისა კვლავ ჩაახშვეს, ჯერ-ჯერობით მაინც. რა მოხდება სახუთიანვროდ, ვნახოთ. ამით პირველი სერია დასრულდა...
"თქვენ იყუჩეთ, დარდებო,
მკერდში დასწვით ღადარი,
ეს ჯერ ზღაპრისთავია,
ჯერ წინაა ზღაპარი"


2007 წლის 2-7 ნოემბერი